Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვოლოდიმირ ზელენსკი: არ მაქვს უფლება, უშედეგოდ დავბრუნდე ევროპიდან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონსა და პარიზში ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ ბრიუსელში ჩავიდა და მონაწილეობას იღებს საპატიო სტუმრის სტატუსით ევროკავშირის სამიტში.

ზელენსკის ამჟამინდელი მოგზაურობის მიზანია ევროპის პარტნიორებისგან უკრაინაში კიდევ მეტი იარაღის მიწოდება. ზელენსკიმ ხუთშაბათს, ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან საუბრისას, მადლობა გადაუხადა მათ დახმარებისთვის, რომელსაც კიევი იღებს ევროკავშირისგან რუსული სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისთვის გამანადგურებლებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას. “ევროკავშირის ქვეყნებმა სწრაფად უნდა განიხილონ, როგორც შემდეგი ნაბიჯი, იმ სისტემების მიწოდება, რომელიც გჭირდებათ თავისუფლების დასაცავად. ჩვენი პასუხი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და ეს საფრთხე რეალურია”, – ხაზგასმით აღნიშნა მეცოლამ, სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი თავის გამოსვლას დაიწყებდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ დატოვებს ბრიუსელს სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გაზრდის დაპირებით, ვიზიტი მას შესაძლებლობას მისცემს ისაუბროს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებთან და ბლოკის ხელმძღვანელობასთან, აღნიშნავს Associated Press-ი.

ზელენსკის ყოფნა ბრიუსელის სამიტზე იქნება „ევროპული სოლიდარობის სიგნალი“, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა წინა დღეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში პრესკონფერენცია გამართა ევროკომისიის თავმჯდომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელთან ერთად. ფონ ლაიენი თვლის, რომ ომის მიუხედავად უკრაინა მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც თავისი შესავალი სიტყვა უკრაინულ ენაზე დაასრულა ფრაზით, „დიდება უკრაინას!“ განაცხადა ასევე, რომ უკრაინელებს სურთ, რომ მათმა შვილებმა ევროკავშირში იცხოვრონ და ეს მათ ძალას აძლევს უფრო მეტი სიმტკიცით იბრძოლონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ევროკავშირის ხელმძღვანელების თანახმად, გაზაფხულზე წარმოადგენენ უკრაინის შესახებ საშუალედო ანგარიშს და შემდგომ უკვე, შემოდგომაზე საბოლოო ანგარიში იქნება განხილული. შარლ მიშელის თქმით, უკრაინა წინ მიდის, ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ პროცესში, რომელიც ეტაპობრივია და თითოეული ქვეყანა თვითონ ირჩევს ტემპს, როგორ გაატაროს რეფორმები. მიშელმა თქვა, რომ ”გზა მშვიდობის, რეკონსტრუქციისა და წევრობისკენ იქნება გრძელი“… თუმცა, მიშელმა უთხრა ზელენსკის, რომ „ჩვენ თქვენთან ვიქნებით ყოველ ნაბიჯზე.“

უკრაინის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ მას კონკრეტულად დაჰპირდნენ მოთხოვნილი გამანადგურებლების მიწოდებს, მაგრამ განაცხადა, რომ იყო შეთანხმებები, რაზეც ახლა არ ლაპარაკობენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ზელენსკი კმაყოფილი სამხედრო დახმარებით, მან თქვა, რომ არ აქვს უფლება დაბრუნდეს ევროპაში მოგზაურობიდან უშედეგოდ. მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შეხვედრა, შედეგით დასრულდეს. და არ არის ცინიზმი, ეს პრაგმატიზმია“. მისი თქმით, შარშან 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთის შეიჭრა უკრაინაში, დარჩა პრაგმატიზმი და რათა გადავრჩეთ, საჭიროა იარაღი და ფული, თუ უკრაინას ეხმარები, საკუთარ თავს ეხმარები, თვლის ზელენსკი, რომელმაც დასძინა, რომ არის მნიშვნელოვანი დადებითი სიგნალები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ დასავლეთიდან გამანადგურებლების ნებისმიერი მიწოდება უკრაინისთვის ნიშნავს ნატოს ქვეყნების უფრო „პირდაპირ“ როლს ომში და ეს მხოლოდ გაზრდის დაძაბულობას და მეტ ტკივილსა და ტანჯვას მოუტანს უკრაინელებს. „ეს სხვა არაფერია, თუ არა გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის მზარდი ჩართულობა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

წყარო

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Выставку боевых трофеев СВО открыли в Химках

В Москве пройдет премьера мультимедийного циркового шоу «Антигравитация»

В Тульской области "черного риелтора" осудили на 24 года за двойное убийство

В Пензе перекроют улицу Беляева и центр города

Музыкальные новости

Тревел-тату как искусство: Яндекс Плюс запустил проект «Из путешествия – с татуировкой»

Концерт "Моцарт vs. Шопен"

Один «квадрат» и «бублик». Выставка АРХ Москва открылась в Москве

Король Бахрейна прибыл с миром // Он обсудит с Владимиром Путиным арабский план по Газе

Новости России

Фестиваль «Рыбная неделя» пройдет на 31 площадке по всей Москве — Собянин

Мария Захарова проводит брифинг

В больнице Шатуры организован ящик доверия

Порядка 100 автомобилей-нарушителей эвакуировали в Ленинском округе за 5 дней

Экология в России и мире

Вкусно и безопасно: гастроэнтеролог Садыков назвал 5 продуктов, снижающих холестерин

Генеральным директором «585*ЗОЛОТОЙ» стал Дмитрий Лазарев

Шины FORZA прошли первые этапы тестирования на российских дорогах

Футболисты ФК «Динамо Пушкино» заняли второе место в межрегиональном турнире Laffy Cup 2024

Спорт в России и мире

Фалей уступила в квалификации открытого чемпионата Франции по теннису

Теннисиста Медведева выбили из топ-4 ATP

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге

Екатерина Александрова уступила Линетт во втором круге турнира в Страсбурге

Moscow.media

Lipatov Sound заявил о выходе нового трека “Red City”

Правила балансировки колес автомобиля

«Байкал Сервис» стал партнером Премии 2ГИС

«Эдит Про» доработает биллинговую систему АО «ЭнергосбыТ Плюс»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *