ევროკავშირი გარე საზღვრებს განამტკიცებს, ამ ეტაპზე უკრაინა საბრძოლო თვითმფრინავებს არ მიიღებს
ევროკავშირს სურს თავისი საერთო საიმიგრაციო პოლიტიკა გაამკაცროს. ამის შესახებ 10 თებერვალს დილით ადრე შეთანხმდნენ ბლოკის სახელმწიფოთა მეთაურები. მათ გადაწყვიტეს, იმისთვის, რომ ევროპაში არ მოხვდნენ არასასურველი მიგრანტები, გაამტკიცონ გარე საზღვრები.
ამ ეტაპზე უკრაინამ უარი მიიღო საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. როგორც ევროკავშირის საიტის საბოლოო დოკუმენტში წერია, უნდა დაიძლიოს ევროკავშირში ადამიანების ტრეფიკინგი, გაძლიერდეს სასაზღვრო დაცვა და შესაძლებელი გახდეს არალეგალური მიგრანტების სწრაფი დეპორტაცია.
დოკუმენტში ევროკავშირის გარე საზღვარზე ზღუდეების დაფინანსებაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ მოხდება საზღვრებზე ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის ფინანსების მობილიზება, რაც საბერძნეთმა და ავსტრიამ მოითხოვეს. დოკუმენტის თანახმად, ევროპის კავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები კვლავაც ჰპირდებიან უკრაინას რუსეთთან ომში დახმარებას „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
თავშეკავებით მიქნა მიღებული უკრაინის მთავრობის სურვილი, ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ. ევროკავშირის სამიტი დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლით, სადაც მან ილაპარაკა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საქმეში „დადებით სიგნალებზე,“ მაგრამ კონკრეტულ თანხმობაზე არაფერი უთქვამს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება არავითარ შემთხვევაში არ არის „მომავალ კვირებში“ შესაძლებელი. მაგრამ პრინციპში, ის არ გამორიცხვას ასეთ შესაძლებლობას. მაკრონმა ასევე თქვა, რომ უკრაინას ახლა საბრძოლო თვითმფრინავების ნაცვლად უფრო არტილერია სჭირდება.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავები „არც ყოფილა მისთვის საუბრის თემა.“
ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, მიაწოდონ უკრაინას საჭირო იარაღი და დახმარება, თვითმფრინავების ჩათვლით.
ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის ერთი ორი დეტალი დაასახელა. მისი თქმით, პაკეტი გულისხმობს ათი მილიარდი ევროს ოდენობის ექსპორტის შეზღუდვას და ის, ასევე, „პუტინის პროპაგანდისტებს“ უნდა შეეხოს.
10 თებერვლის ინფორმაციით, უკრაინა შიშობს, რომ რუსეთის მოსალოდნელი იერიში დაიწყო. ამის შესახებ დონეცკის რეგიონის გუბერნატორმა, პავლო კრილენკომ განაცხადა უკრაინის ტელევიზიით.