“მოუსვენარი ღამე გქონოდეთ, ოკუპანტებო!” – რუსების მიერ დაკავებულ მელიტოპოლში აფეთქებებია!
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ქალაქის მერი, ივან ფედოროვი Telegram-ზე წერს.
„მელიტოპოლში და რაინში ხმაურია! იქაური მცხოვრებლები აფეთქებების შესახებ ავრცელებენ ცნობებს! მოუსვენარი ღამე გქონოდეთ, ოკუპანტებო!“, – წერს ფედოროვი.
როგორც მელიტოპოლის მერი აღნიშნავს, დეტალებს არკვევენ.
ამასთან, როგორც უკრაინული გამოცემა Unian წერს, ერთ-ერთ Telegram გვერდზე, სახელით Бердянска რუსეთის პოზიციების მარცხზე გავრცელდა ინფორმაცია შემდეგ პუნქტებში: ტოკმაკი, მელიტოპოლი და მიხაილოვკა. თუმცა, ჯერ მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
როგორც РИА Мелитополь წერს, ქალაქში ორი აფეთქება იყო, რასაც დეტონაციის ხმა მოჰყვა.