სამოსი და მოდა – უცნობი და საინტერესო ფაქტები
ამერიკის შეერთებულ შტატებში თითოეულ ადამიანს, საშუალოდ, შვიდი წყვილი ჯინსი აქვს.
ქალებმა მოკლე შარვლების ჩაცმის უფლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღეს.
ყოველწლიურად მსოფლიოში, დაახლოებით, ორი მილიარდი მაისური იყიდება.
ისტორიულად, იისფერი ტანისამოსის ჩაცმა მხოლოდ დიდგვაროვნებს, იმპერატორებს და მაღალი კლასის წარმომადგენლებს შეეძლოთ.
პირველი მოდის ჟურნალი გერმანიაში გაიყიდა, 1586 წელს.
მე-18 საუკუნეში მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ბავშვებსაც აცმევდნენ.
მაიკლ კორსის პირველი პროექტი დედამისის საქორწინო კაბა იყო.
ამბობენ, რომ “პატარა შავი კაბა” მოდისთვის იგივეა, რაც “ფორდი” ავტოსამყაროსთვის, პრაქტიკული და მარტივი.
მე-19 საუკუნემდე მოდის სახლებს მოდელები არ ჰყავდათ და მხოლოდ მანეკენებს იყენებდნენ.
ჰარი უისტონი იყო დიზაინერი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი შექმნა. მისი ღირებულება 3 მილიონი დოლარი გახლდათ.
“ლაკოსტას” ცნობილი ნიანგი 1933 წელს შეიქმნა და იგი მსოფლიოში პირველი დიზაინერის ლოგო იყო.
ნიუ-იორკში მოდის ჩვენება პირველად 1943 წელს გაიმართა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ მსოფლიო პირველობა სამოდელო სფეროში ფრანგებისთვის დაეთმოთ, თუმცა პარიზი დღემდე მოდის დედაქალაქად და მის მთავარ სიმბოლოდ ითვლება.
წყარო/ფოტო: The Fact Site