ტელეკომპანია CNN-ი ექსკლუზიურად მიხეილ სააკაშვილის ახალ კადრებს ავრცელებს
ტელეკომპანია CNN-ი ექსკლუზიურად მიხეილ სააკაშვილის ახალ კადრებს ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი ძირს ეცემა და სავარაუდოდ, გონებას კარგავს.
ვიდეო CNN-ს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა.
როგორც მან CNN-ს განუცხადა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს რისკი, რომ მკურნალობის შემთხვევაშიც კი ვეღარ მოხდება მისი გამოჯანმრთელება.