ყველაზე არაპუნქტუალური ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული
მერწყული ჰაერის ნიშანია, ინოვაციური და კრეატიულია, რის გამოც მუდამ თავის ფიქრებში ტრიალებს და ავიწყდება, რომ მნიშვნელოვანი საქმეები აქვს შესასრულებელი. შესაძლოა, სერიოზულ შეხვედრაზეც კი ისე დააგვიანოს, თითქოს მეგობრის დაბადების დღეზე ან რამე წვეულებაზე მიდიოდეს. მისი თავისუფალი ბუნება ქრონიკულ დაგვიანებებს იწვევს. მერწყული შედეგებზე არასდროს ფიქრობს, ამიტომ ეს ფაქტი დიდად არ აღელვებს.
ტყუპები
ეს ზოდიაქოს ნიშანი სოციალური პეპელაა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ადგილას დაფრინავს. არც მუშაობაზე ამბობს უარს და არც გართობაზე. ტყუპები ძალიან ბევრს ფიქრობს, მას ურჩევნია იდეალური იყოს და დაგვიანებული, ვიდრე დათქმულ დროს მივიდეს საჭირო ადგილას, თუმცა მოუმზადებლად. მას თითქმის ვერასდროს იხილავთ დროულად, მუდამ ჩქარობს და მუდამ აგვიანებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ლაღი და მერწყულის მსგავსად თავისუფლების მოყვარული ნიშანია. ვერ ეგუება ჩარჩოებს, საზღვრებს, სიზუსტეებს. იგი არასდროს გეგმავს სამომავლო მოვლენებს, ურჩევნია თავგადასავლებს მიენდოს, ამიტომ მშვილდოსანს იშვიათად იხილავთ დროულად მოსულს. თავის ფიქრებშია გართული, თავისი განცდები, ემოციები და სურვილები ამოძრავებს, არასდროს დააყენებს სოციალურ აზრს საკუთარზე წინ.
წყარო/ფოტო: Best Life