ანჟეი დუდა: პოლონეთზე რუსეთის პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში, პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი
პოლონეთზე რუსეთის პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში, პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი. ასეთი აგრესია ნატოზე პირდაპირ თავდასხმად იქნება აღქმული, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ნატოს რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმებიან პასუხი იგივე იქნება, რაც 2001 წელს, როდესაც შეერთებულ შტატებს ტერორისტები დაესხნენ თავს.
„გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთის თავდასხმა პოლონეთზე იქნება თავდასხმა ნატოზე. როდესაც შეერთებულ შტატებს თავს დაესხნენ 2001 წელს, ყველა მოკავშირე ამერიკელების მხარეს დადგა ტერორისტებთან ბრძოლაში. ჩვენ გვჯერა, რომ თუ ნატოზე თავდასხმა მოხდება, პასუხი იგივე იქნება: სწრაფი და გადამწყვეტი“, – განაცხადა დუდამ.