შალვა პაპუაშვილმა 2022 წელს პარლამენტის საქმიანობა შეაჯამა
„იმედი კვირამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შალვა პაპუაშვილთან, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის 1 წელი შეაჯამა. პაპუაშვილის თქმით, დიდია პასუხისმგებლობა იყო პარლამენტის წევრი, მაგრამ რა თქმა უნდა, თავმჯდომარეობა დამატებითი პასუხისმგებლობაა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ 2022 წელს პარლამენტის მუშაობა შეაჯამა.
„წლის განმავლობაში პარლამენტმა საკმაოდ ეფექტიანად იმუშავა, 298 კანონი მივიღეთ, რომლითაც უზრუნველვყავით, რომ ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის გაზრდის მხრივ შექმნილიყო ჩარჩო-პირობები, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად არსებული კრიზისული საერთაშორისო მდგომარეობისა. მეორე მხრივ, პარლამენტი იყო ძალიან აქტიური საზედამხედველო ფუნქციის პროცესში. პრემიერ-მინისტრი სამჯერ წარდგა პარლამენტის პლენარული სხდომის წინაშე, 17-ჯერ მინისტრები, 20 ანგარიშვალდებული უწყების ხელმძღვანელ იყო ჩვენთან “, – ამბობს პაპუაშვილი.
ინტერვიუში თავმჯდომარემ ევროინტეგრაციის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოზე და 2023 წლის გეგმებზეც ისაუბრა. დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.