"მცურავი ნაღმები" შავ ზღვაში - როგორ ავიცილოთ საფრთხე?
გამოძიება ვარაუდობს, რომ 13 თებერვალს ბათუმში, ნაპირთან აფეთქებული ნაღმი შესაძლოა ე.წ. „მცურავი ნაღმი“ იყოს, რომელიც ზღვის ზედაპირზე უკონტროლოდ გადაადგილდება. პრაქტიკის თანახმად, ნაღმი ზღვამ შესაძლოა ნებისმიერი მიმართულებით წაიღოს, თუკი ის თავის ღუზას მოსწყდება.