რუსეთი, სერბეთი, აშშ, ევროკავშირი: ვინ როგორ რეაგირებს მოლდოვის რუსული სცენარით დესტაბილიზაციის გეგმაზე
14 თებერვალს რუსეთმა სრულიად „უსაფუძვლო და დაუდასტურებელი“ უწოდა მოლდოვის დესტაბილიზაციისა და პროდასავლური ხელისუფლების შეცვლის სავარაუდო გეგმას, რომლის დეტალებზე, უკრაინის სპეცსამსახურებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წინა დღით მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ვრცლად ისაუბრა.