საპატრიარქო: გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება, მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია – ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებით
საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. საპატრიარქო მიიჩმევს, რომ მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკული, შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით. საპატრიარქო აცხადებს, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ...
შემდეგი: „კიდევ ერთი დამაფიქრებელი საკითხია მხატვრობის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა.“„Another matter of concern is the apparent lack of documentation regarding the condition assessment of the mural paintings“. შემდეგი: „კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის არარსებობას, განსაკუთრებით თაღების ზედა ნაწილებში, თუმცა იგი აუცილებელია ყველა მხატვრობისთვის, რადგან ფერწერის ტექნიკის, ცვლილებისა და დაზიანებების ფენომენების და შესაძლო საკონსერვაციო ზომების უკეთ შეფასებისა და კორელაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა.“ „Another issue of concern is the lack of analysis of the plaster and painting techniques, particularly of those in the upper parts of the vaults, but necessary for all mural paintings, in order to better assess and correlate painting techniques, phenomena of alteration and decay, and possible conservation treatment ჩვენ არ შევდივართ კონსერვაცია – რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას.