მედია: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩადის
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 15 თებერვალს თურქეთში ჩადის. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
მირზოიანი ქალაქ ადიამანში ჩავა, სადაც სომხეთიდან ჩასულ მაშველებს შეხვდება.
მიმდინარე წლის იანვარში არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ის თურქეთში ჩასვლას გეგმავს, რათა ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმს დაესწროს.
ცნობისთვის, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სომხეთმა თურქეთში მაშველების ჯგუფი და ჰუმანიტარული დახმარების ორი კოლონა გააგზავნა.