ევროკომისიამ ოფიციალურად წარმოადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტზე ილაპარაკა. მან ტვიტერში ჩამოთვალა სამი ძირითადი სახეობა შეზღუდვებისა, რომლებსაც ევროკავშირი უწესებს რუსეთს:
- იმ საქონლის სიის გაზრდა, რომლის რუსეთში გაყიდვაც აკრძალულია. საქმე ეხება ელექტრონიკას, სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებებს, მანქანების დეტალებს, სატვირთო მანქანების სათადარიგო ნაწილებს, ასევე საქონელს სამშენებლო სექტორისთვის, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ რუსეთის სამხედროებს;
- აკრძალვა ორმაგი დანიშნულების ტექნიკური კომპონენტების ექსპორტზე. კერძოდ, ევროკავშირი სანქციების პაკეტში შეიტანს 47 სახის ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც იარაღის საწარმოებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული (ამასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ასევე სანქციები დაუწესა ირანსაც, რომელიც მოსკოვს კამიკაძე დრონებს აწვდის);
- რუსეთის იმ მოქალაქეთა სიის გაფართოება, რომელთა მიმართაც პერსონალური სანქციები მოქმედებს. მასში შეიყვანენ სამხედროებსა და პროპაგანდისტული აპარატის თანამშრომლებს.
ადრე რუსეთის მედია იტყობინებოდა, რომ სანქციების სიაში შეიძლება შეიყვანონ რუსეთის სამი ბანკი. საქმე ეხება „ალფა-ბანკს“, „ტინკოფს“ და „როსბანკს“.
როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეათე პაკეტს მოიწონებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით.