"არაფერი ხდება გარდა ამ 2 ათასი კაცისა. 2 ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ"
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, რის კონტექსტშიც საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.