Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნიკა ვაჩეიშვილი: გელათის პრობლემის გადასაჭრელად ეს მენეჯმენტი საქმიდან ჩასახსნელია – ყველა კომპეტენტური პირი გათავისუფლებული, რეპრესირებული და პროექტიდან განდევნილია, რასაც ქალბატონი თეა კაბინეტში იტყვის, ჩინოვნიკები ძაგძაგით ასრულებენ

2015 წლიდან მოყოლებული გელათის ტაძარში ყველა ფაზა განხორციელდა შეცდომით, უგულოდ, უხარისხოდ. დამკვეთის და შემსრულებლის ურთიერთთანხმობით და თავზე ხელის გადასმით მივიღეთ ის საშინელი შედეგი, რომელიც მივიღეთ – ასეთი მართვა ქართულ ძეგლთა დაცვას საერთოდ არ ახსოვს. ეს რაღაც ანომალიაა, როდესაც ჯინში ჩამდგარი ქმედებები მთავარ სიწმინდეებს არღვევს, – ამის შესახებ კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გელათის ტაძრის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში პასუხისმგებელი საქართველო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო არიან.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, გელათის ტაძარში არსებული სისველე ფრესკებს ახლაც აზიანებს.

„ცუდ დაგებულ სახურავში ჩადის წყალი, არ მუშაობს არც ერთი წყალსაწრეტი, ყველაფერი თქრიალით ჩადის უშველებელ ქვითკირის კედლებში, რომელიც კარგი მიმღებია წყლის. როდესაც ფრესკები დასველდა, ცვენა დაიწყო და ატყდა ამბავი. ბოლოს კულმინაციას მიაღწია და ჩინოვნიკები გაინძრნენ. მათ იმის მაგივრად, რომ გამოშრობაზე ფიქრი დაეწყოთ, ახალი თუნუქის სახურავი დაახურეს, როგორც კონსერვის სახურავი და ეს წყლით გავსებული კედლები დახურეს. ამან გამოიწვია ის, რომ შიგნით დიდი ხნის მანძილზე აკუმულირებული წყალი ინტერიერში შევიდა და ფრესკების ცვენის მეორე ფაზა წავიდა,“ – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, გელათის ტაძრის გადარჩენის მიზნით, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და კონტრღონისძიებებს დაგეგმავს.

„მთავარი ახლა გახლავთ ის, რომ პროცესი, რომელიც მიდის, შესაჩერებელია. ეს მენეჯმენტი სასწრაფოდ ჩასახსნელია ამ საქმიდან, ყველა ჯანსაღი საექსპერტო ძალის კონსოლიდირება უნდა გაკეთდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, უნდა იყოს მართვის ჯგუფი, იყოს კომპლექსური მონიტორინგი, სასწრაფოდ დადგინდეს დიაგნოზი, რომ კონტრღონისძიებები დაიგეგმოს. ფაქტობრივად, ავადმყოფი გვიწევს პალატაში, ჩვენს დახმარებას ელოდება და უნდა შევიკრიბოთ ყველა კარგი ექიმი და უცხოელებთან ერთად დებატების ფონზე გადავწყვიტოთ, რა არის ყველაზე მოკლე გზა გასაჯანსაღებლად.

გელათის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ელემენტარული სიყვარული საზოგადოების, ქვეყნის, სიძველის, სიწმინდის, როდესაც დაუძახო ყველა ადამიანს, გაესაუბრო, შეაჯამო ჩაუდგე სათავეში ყველაზე ჯანსაღ იდეებს და ხელი შეუწყო მათ განხორციელებას. ამაზეა ლაპარაკი. გააკეთეს პირიქით. ყველა კომპეტენტური დაითხოვეს, ყველა რეპრესირებულია, ყველა პროექტიდან განდევნილია, ბოქლომი ადევს გელათს და ქალბატონი თეა რასაც კაბინეტში იტყვის, როგორც ჩანს, დანარჩენები – მოადგილეები და სხვა ჩინოვნიკები, პირში წყალჩაგუბებულები ძაგძაგით ასრულებენ,“ – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, რომელიც გელათთან დაკავშირებით მომავალ კვირას შეიკრიბება – როგორც კულტურის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, არ აქვს იმედი, რომ აღნიშნული ჯგუფი რაიმე შედეგს გამოიღებს.

„სამუშაო ჯგუფი ჰქვია, თორემ მე ვფიქრობ, რომ რაღაც მეხამრიდის ფუნქცია უნდა რომ შეასრულოს. ქალბატონ თეას ეგრე უნდა და ამიტომ ხდება. ამას შედეგად ისევ დროის გაყვანა მოჰყვება, ისევ ბევრი რეპორტაჟი, არაფრის ქარბუქი ჭიქაში და ამ დროს გელათს უჭირს. ამ ვითარებაში არ მაქვს იმედი, რომ ამ შეხვედრებს რამე შედეგი მოჰყვება. კიდევ ერთხელ გაილანძღება კულტურის სამინისტრო მე ეგეთი ეჭვი მაქვს,“ – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Жители Подольска развернули огромное знамя Победы на площади Славы

Ключевая ставка останется высокой, но может начать снижаться до 6-7% к 2027 году

"Американская мечта" сегодня. Теория заговора оказалась правдой

Заморозки продлятся до середины мая в Тульской области

Музыкальные новости

Путин встретился с Мирзиёевым в Москве

Экс-футболист Деменко: в матче "Зенита" и ЦСКА в Кубке нет фаворита

Игорь Маковский: оперативный Штаб «Россети Центр» осуществляет усиленный контроль за работой электросетевого комплекса 

Анна Данилова дала старт Всероссийской акции "Синий платочек Победы" 2024 на станции метро Курская

Новости России

"Американская мечта" сегодня. Теория заговора оказалась правдой

Итоги конкурса «Педагог-психолог года-2024» подвели в Подмосковье

Представители народов Чувашии почтили память погибших в годы Великой Отечественной войны

MK.ru: рабочий погиб на стройке в Москве из-за рухнувшего стеклопакета

Экология в России и мире

Сервисное локомотивное депо «Иваново» реализует программу по замещению импортных деталей и узлов аналогами отечественного производства для тепловозов серии 2ТЭ116УД

Новые дорожные ирригаторы Revyline RL 660 PRO поступили в чувашский филиал

В России за год открылось рекордное количество универмагов

Звуковая щетка Revyline RL060 Blue и паста Revyline Smart заказать в Ростове-на-Дону

Спорт в России и мире

Александр Зверев раскритиковал график соревнований в туре

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби

Саснович вышла в основную сетку турнира WTA-1000 в Риме

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг

Moscow.media

Паромная переправа у Биржевого моста в Петербурге за первую неделю перевезла 2,5 тыс человек

EDI-провайдер для ритейла Docrobot вошел в группу компаний СКБ Контур

HRlink подключил в платформе кадрового ЭДО 4,5 тыс. сотрудников сети аптек «Максавит»

Комфорт в каждой детали: игровые кресла GC-780 и GC-840 от Bloody







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *