დღე ისტორიაში – 18 თებერვალი
ფაქტები
2020 წელს მარსზე როვერი წარმატებულად დაეშვა.
2009 წელს დედოფალმა ელისაბედმა ინგლისელი მწერალი ტერი პრეტჩეტი რაინდად გამოაცხადა.
1986 წელს მსახიობმა იულ ბრინერმა მოწევის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო, რადგან თავად ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა.
1979 წელს საჰარას უდაბნოში ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ ზოგიერთი ადგილი თოვლით დაიფარა.
1965 წელს გამბიამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
1930 წელს პლანეტა პლუტონი აღმოაჩინეს.
1901 წელს უინსტონ ჩერჩილი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით პირველად გამოვიდა.
1885 წელს ამერიკაში “ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი” დაიბეჭდა.
ცნობილი ადამიანები
1933 წელს იაპონელი არტისტი იოკო ონო დაიბადა.
1954 წელს ამერიკელი მსახიობი ჯონ ტრავოლტა დაიბადა.
განსაკუთრებული დღეები
18 თებერვალს პლუტონის საერთაშორისო დღე აღინიშნება. იმის მიუხედავად, რომ იგი 1930 წელს აღმოაჩინეს, პლანეტის სტატუსი, ოფიციალურად, 2006 წელს მიიღო.
წყარო/ფოტო: The Fact Site