World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თუ ადამიანს უნდა, რომ შვილს არ დაემართოს კიბო, უნდა აცრას - პაპილომა ვირუსი, ვის, როგორ და რითი ვცრით

- გამარჯობა, პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის თაობაზე გაწუხებთ, შვილის აცრა მინდა, - ვაკაკუნებ „ევექსის“ საბურთალოს პოლიკლინიკის (ვაჟა-ფშაველას 40) იმუნიზაციის კაბინეტის ნახევრად შეღებულ კარზე.


- პაციენტი მყავს და მერე შესვენება მეწყება, - მკაცრად მპასუხობს ექიმი.


- მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, იქნებ შესვენებამდე დამელაპარაკოთ.


- ამ პაციენტის შემდეგ, კიდევ ერთი პაციენტი მელოდება, არ მივიღო პაციენტი? მერე შესვენება იწყება.


- ანუ, ერთი საათი უნდა დაგელოდოთ?


- თუ გინდა, დამელოდეთ, თუ გინდა, არა, - გაღიზიანებული მპასუხობს იმუნიზაციის კაბინეტში მჯდომი ექიმი.


ვხურავ კარს და სხვა კლინიკაში, ქავთარაძის 27-ში, „პლატომედში“ მივდივარ. ეს მცირე ზომის კლინიკა ერთ-ერთია იმ 250-მდე დაწესებულებას შორის, სადაც პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ტარდება.


ამჯერად, „პლატომედის“ ოჯახის ექიმი მიხსნის, რომ პაპილომა ვირუსის ვაქცინას თითქმის ხუთი წელია აკეთებს. ამ წლების განმავლობაში, ვაქცინაციის შედეგად გართულების არცერთი ფაქტი არ ახსენდება, „მხოლოდ დისკომფორტი მხარში“. ამბობს, რომ მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია, „იმიტომ, რომ ცოდნა აკლია ხალხს“, თუმცა, იმასაც მეუბნება, რომ მშობლებს, რომელთა გოგონებიც 10 წლის ზევით არიან, ყოველთვის ურჩევს პაპილომა ვირუსის ვაქცინაციას: „ჩემი პაციენტების მშობლები მენდობიან, მომყვებიან“.


- ხომ არაფერი გსმენიათ, პაპილომა ვირუსის ვაქცინის გაუმჯობესებული ვარიანტის, ცხრაკომპონენტიანი ვაქცინის შესახებ? შემიძლია ამ ვაქცინით ავცრა შვილი? - ვეკითხები ექიმს.


- ვიცი, რომ საკმაოდ ძვირადღირებული ვაქცინაა და ჩვენთან ძნელადაც იშოვება. ერთ-ერთი მშობელი ეძებდა ბიჭისთვის ამ ვაქცინას, მაგრამ როგორც ვიცი, ვერ ნახა.


ქავთარაძის 27-დან გამრეკელის 19-ში ვინაცვლებ, პოლიკლინიკა „მედკაპიტალში“. 29-ე ოთახში, იმუნიზაციის კაბინეტში სამი ექიმი ზის.


- გამარჯობა. შვილის აცრა მინდა პაპილომა ვირუსზე, თუ შეიძლება, რამდენიმე დეტალს დავაზუსტებ.


- რა გნებავთ, - უხალისოდ მპასუხობს ერთ-ერთი ექიმი.


- ჩემი შვილი 19 წლისაა, ვიცი, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის ასაკი 26 წლამდე გახანგრძლივდა.


- დიახ.


- ამ პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ცრით, ხომ?


- დიახ.


- შემიძლია, ფასიანი ვაქცინით ვისარგებლო?


- ჩვენთან არა, „ევექსს“ მიმართეთ, მაგრამ რად გინდათ, 800 ლარი ღირს. ოთხკომპონენტიანი ვაქცინა ვირუსის ყველა იმ ტიპს შეიცავს, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს.


რა ვიცით პაპილომა ვირუსისა და ვაქცინაციის შესახებ?

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში 2006 წლიდან გამოიყენება და 2022 წლის მიწურულის მონაცემებით, 100 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი ვაქცინის 270 მილიონზე მეტი დოზით.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ვაქცინა მაღალეფექტურია - აცრილთა თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი, რის შედეგადაც მცირდება ინფექციისა და შესაბამისად, მის მიერ გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები.


ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და მისი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია. აღწერილია ისეთ შემთხვევებიც, როდესაც პაპილომა ვირუსი იწვევს ანუსის, ქალისა და კაცის სასქესო ორგანოებისა და საყლაპავი მილის სიმსივნეებს.


ვირუსი საკმაოდ მარტივად, ყველა ტიპის სქესობრივი კონტაქტის, მათ შორის, კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან შეხებით ვრცელდება. ანუ, ადამიანი პაპილომა ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს, იქნება ეს სქესობრივი აქტი, პენეტრაცია თუ გენიტალიებზე შეხება.


კვლევების საფუძელზე დადგინდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ში, გამოვლენილ იქნა პაპილომა ვირუსის არსებობა და გასული საუკუნის 90-იან წლებში ისიც გაირკვა, რომ შესაძლებელი იყო პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა.


ვაქცინა თავდაპირველად ორკომპონენტიანი იყო, რასაც მოჰყვა ჯერ ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ვირუსის ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპებს შეიცავს და რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს (6, 11, 16 და 18).


ხოლო დღევანდელი მდგომარეობით, განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი უკვე გამოიყენებს ცხრაკომპონენტიან ვაქცინას, GARDASIL 9, რომელიც კიდევ უფრო მეტი ვირუსისგან (HPV 6, 11, 16, 18, 31, 33, 45, 52 და 58-სგან) იცავს ადამიანს.


იმისათვის, რომ ვაქცინამ დაცვის 100% გამოავლინოს, საჭიროა, რომ ის სქესობრივი კავშირის დაწყებამდე გაკეთდეს.


სწორედ ამიტომ, ვაქცინაციის საუკეთესო ასაკად მიჩნეულია 10-14 წელი, როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის. ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ვაქცინაცია ორდოზიანი სქემით, ექვსთვიანი ინტერვალით ტარდება.


საქართველო და პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია

საქართველოში 2019 წლიდან, პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის.


2022 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ასაკი 18 წლამდე გაიზარდა.


2023 წლის ცვლილებით კი, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.


15-26 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ვაქცინაცია 3-დოზიანი სქემით წარიმართება. 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ ერთი თვისა, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ სამი თვე.


საქართველოს ეროვნული პროგრამის თანახმად, ვაქცინაცია 10-დან 26 წლამდე გოგონებისა და ქალებისთვის სრულიად უფასოა და ის ტარდება ოთხკომპონენტიანი ვაქცინით, (GARDASIL,Merck & Co., Inc.USA).


ვაქცინაციის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ გოგონებისა და ქალების აცრას.


ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით 242 ამცრელ პუნქტშია შესაძლებელი.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე ატვირთული 2021 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პაპილომა ვირუსის ვაქცინით აცრილია სამიზნე ჯგუფის (იმ პერიოდში იცრებოდა მხოლოდ 10-12 წლის გოგონები) 24%.


უახლესი სტატისტიკური მონაცემები ვერც დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ვერც ჯანდაცვის სამინისტროსგან რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა.


რატომ უნდა ავცრა შვილი? - რას გვიხსნიან ექიმები

„მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. თუ ადამიანს უნდა, რომ მის შვილს არ დაემართოს საშვილოსნოს ყელის კიბო, უნდა აცრას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი რემა ღვამიჩავა:


„ამაზე უფრო გასაგებად, ვერაფერს ვიტყვი, რადგან საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 80% და კიდევ მეტიც, განპირობებულია ადამიანის პაპულომა ვირუსით. თუ ადამიანი თავის შვილს, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე აცრის ვაქცინით, მაშინ, როდესაც გოგონა დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას, მას რომც შეხვდეს პარტნიორი, რომელსაც პაპილომა ვირუსი აქვს, გოგონას არ გადაედება“.




საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგს, რევაზ ბოჭორიშვილს, ხშირად ეკითხებიან პაციენტები, აცრან თუ არა შვილები პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. ამ კითხვაზე ექიმი ყოველთვის პასუხობს: „დიახ, აცერით“.


როგორც რევაზ ბოჭორიშვილი მიხსნის, პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელში იწვევს კიბოსწინა დაზიანებას, რაც დაახლოებით 5%-ის შემთხვევაში, გადადის უკვე აგრესიულ, ინვაზიურ კიბოში, რომლის მკურნალობა საკმაოდ ძნელია და თუ შორს წასული შემთხვევაა, მაგალითად მესამე სტადია, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალია.


მისივე თქმით, ვირუსი მარტივად ვრცელდება და ეპიდემიოლოგიური დაკვირვებით, მისი გავრცელების პიკი 22-25 წელია.




„მაგალითად, შიდსის ან ჰეპატიტის ვირუსი ძირითადად უშუალოდ სქესობრივი კავშირის, უშუალოდ პენეტრაციის დროს გადადის და ამიტომ, ამ დაავადებებისგან ადამიანს პრეზერვატივი იცავს. თუმცა პაპილომა ვირუსის შემთხვევაში, პრეზერვატივი ასე ეფექტურად ვერ გვიცავს, რადგან მისი გადაცემა ვირუსით დაბინძურებული ხელის შეხებითაც კი შეიძლება. ეს ვირუსი ზოგადად ინტიმური კავშირის შედეგად გადადის და არ არის აუცილებელი, რომ, მაინც და მაინც, პენეტრაციასთან გვქონდეს საქმე. ამიტომ ის ძალიან სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში“.


რევაზ ბოჭორიშვილი თქმით, სწორედ ამიტომაა რეკომენდებული ბავშვების ადრეულ ასაკში, ანუ 10-14 წლის ასაკში აცრა, რომ ვირუსისგან დაცვა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე მოხდეს:


„რადგან თუკი ადამიანს ეს ვირუსი უკვე აქვს, მასზე ვაქცინაცია ვეღარ მოქმედებს. ეს არ არის სამკურნალო ინექცია, ეს არის პროფილაქტიკური ვაქცინა. ამიტომ სჯობს, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე მოხდეს ვაქცინაცია“.


გარდა ამისა, რევაზ ბოჭორიშვილის თქმით, არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ორგანიზმი, ვაქცინაციისას ის უფრო ძლიერ იმუნურ რეაქციასა და უფრო მეტ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.


რჩება თუ არა პაპილომა ვირუსის ვაქცინაციით მიღწეული იმუნიტეტი ცხოვრების ბოლომდე, ამ კითხვაზე პასუხი ექიმებს ჯერჯერობით არ აქვთ:


„რადგან ვაქცინაცია მსოფლიოში დაიწყო 2006 წელს და მას მერე გასულია მხოლოდ 16 წელი. ამ ეტაპზე, იმუნიტეტის მაქსიმალური ხანგრძლივობა, რაც არის შესწავლილი, ეს არის 10 წელი. თუმცა, ჯერჯერობით, არ ვიცით, საჭირო იქნება თუ არა რევაქცინაცია“, - მეუბნება რევაზ ბოჭორიშვილი.


თუკი ადამიანს უკვე აქვს პაპილომა ვირუსი, მან არ იცის ამის შესახებ და იცრება, ხომ არ გამოიწვევს ეს რაიმე ტიპის გართულებას? რევაზ ბოჭორიშვილის თქმით, ვაქცინაციას ამ შემთხვევაში არანაირი უკურეაქცია არ ექნება, „თუმცა, ვაქცინაციის დაცვა იქნება ნაკლები, თუკი ორგანიზმში ვირუსი უკვე არსებობს“.


აბსოლუტურად უსაფუძვლოს უწოდებს რევაზ ბოჭორიშვილი საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია უშვილობას იწვევს.


მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში მოზარდების პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია სკოლებში მიმდინარეობს:


„მაგალითად, ბელგიაში, ბავშვების 90%-ია აცრულია. იქ ბავშვებს სკოლებში ცრიან. სკოლებში ცრიან ბავშვებს ინგლისშიც, იქაც დაახლოებით 90%-ია აცრილი. აცრის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს შვედეთს, ესპანეთს, ავსტრალიას. საფრანგეთშიც მიდის ლაპარაკი, რომ ვაქცინაცია სკოლებში გადაიტანონ, რადგან, სამწუხაროდ, საფრანგეთში ვაქცინაციის მოცვა ძალიან დაბალია, 35%. პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია, მტკიცედ რეკომენდებულია და პედიატრები და ოჯახის ექიმები ვალდებულები არიან, რომ ამ თვალსაზრისით საგანმანათლებლო საუბრები აწარმოონ მშობლებთან. ჩვენი პაციენტები ძალიან ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რას გვირჩევთ, ავცრათ თუ არა შვილი და მე, რა თქმა უნდა, ვეუბნები, რომ უნდა აცრან“.


ბიჭები და პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია

საქართველოს ეროვნული პროგრამა პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის პროცესში არ ითვალისწინებს ბიჭების აცრას. თუმცა, როგორც რევაზ ბოჭორიშვილი მეუბნება, ვაქცინაცია ისეთივე მნიშვნელოვანია ბიჭებისთვის, როგორც გოგონებისთვის.


„დღეს, საფრანგეთში, უკვე თანაბრად ცრიან ბიჭებსაც და გოგოებსაც. რადგან დადგენილია, რომ პაპილომა ვირუსი იწვევს, მაგალითად, კიბოს საყლაპავში, ხორხში, ანალურ არხში, ასოს თავთან, პირის ღრუს ლორწოვანში. ხწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს აცრა ხელმისაწვდომი იყოს ბიჭებისთვისაც“.



იგეგმება თუ არა პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში ბიჭების ვაქცინაციის ჩასმაც, ამ კითხვაზე პასუხი ვერც დაავადებათა კოტრნოლის ცენტრისგან და ვერც ჯანდაცვის სამინისტროსგან, ვერ მივიღეთ.


რატომ ჩანაცვლდა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა ცხრაკომპონენტიანი ვაქცინით?

რევაზ ბოჭორიშვილის თქმით, დღეს, საფრანგეთში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ცხრაკომპონენტიანი, ე.წ. ნანოვალენტური ვაქცინით, GARDASIL 9. ამ ვაქცინამ იქ სრულად ჩაანაცვლა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა:


„აქ უკვე სავალდებულოა, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს ნანოვალენტური ვაქცინით. ცხადია, ოთხკომპონენტიანი ვაქცინაც იცავს, მაგრამ ნაკლებად. პაპილომა ვირუსის ვაქცინის ის კვლევები, რაც არსებობს, ყველა გაკეთებულია ამ ოთხკომპონენტიან ვაქცინებზე, მაგრამ დღეს, ნანოვალენტური ვაქცინა ითვლება უფრო ფართო მომცველად და ცხადია, მას უფრო ფართო გადაფარვა აქვს. სამწუხაროდ, ისიც კარგად ვიცი, რომ სხვა ქვეყნები, მათ შორის, განვითარებული ქვეყნებიც, თვალს ხუჭავენ, რომ გასაღდეს ოთხკომპონენტიანი ვაქცინის დარჩენილი დოზები“.


 




გვაქვს თუ არა საქართველოში ნანოვალენტური, ცხრაკომპონენტიანი ვაქცინა?

პაპილომა ვირუსის ცხრაკომპონენტიანი ვაქცინები საქართველოში მხოლოდ კომერციული სახით შემოდის და ამ ვაქცინის, ფაქტობრივად, ერთადერთი შემომტანი „ევექსის“ კლინიკების ქსელია.


ეს ინფორმაცია დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505), ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე (116001).


ვაქცინები შეზღუდული რაოდენობით შემოდის და მისი ღირებულება ორი დოზის შემთხვევაში 600 ლარს, ხოლო სამი დოზის საჭიროების შემთხვევაში, 900 ლარს შეადგენს.


როგორც „ევექსის“ ცხელი ხაზის ნომერზე გვითხრეს, სურვილის შემთხვევაში, წინასწარ უნდა გადამოწმდეს, არის თუ არა ადგილზე საჭირო რაოდენობის ვაქცინა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს ვაქცინაცია.


გეგმავს თუ არა საქართველო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის ცხრაკომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლებას, ამ კითხვაზე პასუხი ვერც დაავადებათა კოტრნოლის ცენტრისგან და ვერც ჯანდაცვის სამინისტროსგან, ვერ მივიღეთ.


რატომ გადაწყვიტა აცრა ქეთომ?

ქეთო რამიშვილი 19 წლისაა. ის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. სულ ცოტა ხნის წინ გაიარა საგანი, სადაც პაპილომა ვირუსის შესახებ უფრო მეტი რამ შეიტყო. ამას ისიც დაემთხვა, რომ აცრის ასაკი 26 წლამდე გახანგრძლივდა და ქეთომ პაპილომა ვირუსზე აცრა გადაწყვიტა:


„მეორე კურსზე, მიკრობიოლოგიაში გავიარეთ ვირუსები და მათ შორის, HPV - პაპილომა ვირუსი. მინდა, რომ სანამ სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას დავიწყებ, ავიცრა. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ეს ვაქცინა არ გაიკეთო და ეს შანსი ხელიდან გაუშვა, რადგან ის არის რეალური და საუკეთესო პრევენცია იმისათვის, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო არ დაგემართოს. ჩემს გარშემოც, თუნდაც სამედიცინოს სტუდენტებში, ეს ხშირად სალაპარაკო თემაა და ძალიან ბევრი მათგანი აცრილიცაა. ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს აცრა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ახლა უკვე გავიგე, რომ აცრა 26 წლამდე უფასო გახდა და ვგეგმავ, რომ მივიდე იმუნიზაციის ცენტრში და ავიცრა“.


ქეთო სრულწლოვანია და არ სჭირდება მშობლების თანხმობა იმისათვის, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს. თუმცა, ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი პედიატრები და ოჯახის ექიმები სრულფასოვან ინფორმაციას მიაწვდიან არასრულწლოვანი გოგონების მშობლებს და ამით ხელს შეუწყობენ იმ შიშების გაქარწყლებას, რაც საზოგადოების ნაწილში ვაქცინაციასთან მიმართებით არსებობს:


„სამწუხაროდ, ხშირად მხვდება სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით, შუა ასაკისა და უფროსი თაობის ხალხში, რომ ვაქცინაცია გოგონებს სამომავლოდ ჯანმრთელობას დაუზიანებს, რომ შვილები აღარ ეყოლებათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განათლებისა და ინფორმაციის დეფიციტის გამო ხდება. წლების განმავლობაში არაერთი კვლევა გამოქვეყნდა ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ რიგით ადამიანებს ამ კვლევების კითხვის საშუალება არ აქვთ. ამიტომ პედიატრებმა, ოჯახის ექიმებმა უფრო აქტიურად უნდა ისაუბრონ პაციენტებთან, პაციენტების მშობლებთან ამ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, როცა ადამიანს სრულყოფილი და სანდო ინფორმაცია ექნება, ის გადაწყვეტილებასაც ვაქცინაციის სასარგებლოდ მიიღებს“.


რა იციან და რას ფიქრობენ მშობლები პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის შესახებ?

რადიო თავისუფლებამ მცირე გამოკითხვა ჩაატარა სოციალურ ქსელში და დაინტერესდა, რა იციან მშობლებმა პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის შესახებ? აწვდიან თუ არა მათ ინფორმაციას პედიატრები და ოჯახის ექიმები? აცრეს ან აპირებენ თუ არა შვილების აცრას პაპილომა ვირუსზე?


როგორც პასუხებიდან ირკვევა, მშობლების ნაწილმა უკვე აცრა შვილები პაპილომა ვირუსზე, ნაწილი, ჯერჯერობით, თავს იკავებს. მშობლების გარკვეულ ჯგუფს პედიატრებმა ურჩიეს შვილების აცრა. ნაწილმა კი მიუხედავად იმისა, რომ მათი პედიატრები „სკეპტიკურად უყურებდნენ“ პაპილომა ვირუსის ვაქცინაციას, თავად მიიღეს გადაწყვეტილება და შვილები აცრეს, მათ შორის, ბიჭებიც:


„ჯერ არ ამიცრია. 8 და 11 წლის გოგონები მყავს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც თავს ვიკავებ, არის ის, რომ როგორც ექიმმა გვითხრა, რაც გვიან აიცრები, მით მაღალი ეფექტურობა აქვსო (რა თქმა უნდა, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე). ამიტომ ვფიქრობ რომ 15-16 წლის ასაკში ავცრი ორივეს“.


„ჩემს დას უთხრა ექიმმა, რომ რაც უფრო გვიან აცრის შვილს, უფრო კარგი იქნება - დიდხანს შენარჩუნდება ეფექტურობაო. არსად ოფიციალურად მსგავსი არაფერი წამიკითხავს. ამიტომ არ აცრა აქამდე, უკვე 13-ის გახდება ზაფხულში. იმედი მაქვს, რომ გადავარწმუნებ“.


„აუცილებლად ვაპირებ ორივეს აცრას, გოგოსაც და ბიჭისაც. იმედი მაქვს სანამ ეგ ასაკი მოუწევს იქნებ მანამდე მიხვდეს სახელმწიფო და ბიჭებზეც დააფინანსოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც ავცრი. ვთვლი, რომ სათანადო ინფორმირებულობა არაა მშობლებში და სამუშაოა ამ საკითხზე, იმის გათვალისწინებით, რომ სავალდებულო კალენდარში არაა შეტანილი და თან ყველა რატომღაც თვლის რომ გოგოები უნდა აცრან“.


„პოლიკლინიკის პედიატრს რომ ვუთხარი, ვაპირებ აცრას-მეთქი, არ გირჩევო. რა თქმა უნდა, მის სიტყვებს ჩემს გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია“.


„მეც აცრილი ვარ და ჩემი ორივე გოგო ავცერი. უფროსს არ ეკუთვნოდა იმ პერიოდში უფასო პროგრამა და საკმაოდ ძვირი გადავიხადე, მაგრამ მაინც ავცერი“.


„რამდენიმე დღის წინ ვაპირებდით ჩემი უფროსი შვილის აცრას. თუმცა, არ ვიცოდით, რომ სამეტაპიანი ყოფილა. ვეღარ მოასწრო, აქ არ ცხოვრობს და წასასვლელი იყო უკვე. ამიტომ ვაქცინას გაიკეთებს იმ ქვეყანაში, სადაც სწავლობს. ჩემი უმცროსი შვილი ბიჭია. აქამდე, არ ვიცოდი, მსგავსი რეკომენდაციის შესახებ. ვიკითხავ და თუ ასეა, აუცილებლად ავცრი. სამწუხაროდ, არ ურჩევია არც ერთ შვილზე, არც ერთ ასაკში, რომელიმე ექიმს ან პედიატრს. მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით და ცოდნით“.


„12 წლის გოგო მყავს და მომავალ კვირაში ვაპირებ ავცრა. ისედაც ვაპირებდი და პედიატრმაც მირჩია, რა თქმა უნდა“.


„ჩემი შვილი უნდა ავცრა, უბრალოდ ვერ ჩამოვყალიბდი უფასოთი თუ ფასიანით. ფასიანი 600 ლარი ღირს და ორჯერ მეტ შტამს მოიცავს. პაპილომა ვირუსის, ვიდრე უფასო“.


„მე ავცერი ჩემი გოგონა 2 წლის წინ, მირჩია მისი საუკეთესო მეგობრის დედამ, რომელიც თავად ექიმია და თავის კლინიკაში აცრა ორივე ერთად, 6 თვეში რევაქცინაციაც გაუკეთა. პედიატრმა თავი შეიკავა რჩევისგან, მაგრამ მე მაინც ავცერი“.


„მე ვაპირებ გოგონების აცრას ალბათ უფრო 14-15 წლის ასაკში და სავარაუდოდ ფასიანი ვაქცინით, რადგან მეტ გენოტიპს ფარავს ვიდრე უფასო“.




თუმცა, არიან მშობლებიც, რომლებიც სრულიად სკეპქტიკურად უყურებენ პაპილომა ვირუსის ვაქცინაციას:


„რაც კარგია, იმას რეკლამა არ სჭირდება, დაანებეთ ბავშვებზე ცდების ჩატარებას თავი“.


„მოეშვით მსგავს მოწოდებებს, გრცხვენოდეთ“.


„თქვენს კისერზე იყოს ის მძიმე ცოდვა, რასაც კაცობრიობის წინაშე აკეთებთ“.


„არ ვენდობი ამ აცრებს და მომკალით თუ გინდათ“.


„სამედიცინო სფეროში ვმუშაობდი წლები. იცით, რომ ექიმები და ექთნები არ ცრიან საკუთარ შვილებს? მე ძალიან ახლობელმა გამანდო“.


საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ერთ-ერთი გამომწვები მიზეზი პაპილომა ვირუსია, მეოთხე ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული ონკოლოგიური დაავადება და ქალთა კიბოთი სიკვდილიანობის მეოთხე მიზეზია მსოფლიოში. 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 604 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 342 000 ქალი გარდაიცვალა მსოფლიოში.


საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო 5 ყველაზე მაღალი ავადობის მქონე ავთვისებიან დაავადებებს შორის შედის. 2021 წლის მონაცემებით საშვილოსნოს ყელის კიბოს 281 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა და 151 ქალი გარდაიცვალა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В России подорожают авиабилеты из-за спутникового интернета

Шолохов: введение профессиональных стандартов для писателей оправдано

ТАСС: в ходе обысков в доме Тимура Иванова найдено огнестрельное оружие

Врач Войтко рассказал, можно ли избежать рака простаты

Музыкальные новости

На станции метро "Достоевская" в Петербурге открылся продуктовый магазин

Блокада или мир: Лавров поставил США перед честным выбором

Чемпионат Центрального округа по летнему офицерскому троеборью завершился в Москве

Лавров заявил о превращении союза США и Южной Кореи в тройственный блок с Японией

Новости России

Стоит ли отдавать ребенка в частную школу?

Россияне ищут свою "Италию": эксперт о привлечении туристов в Томск

Почему Bjorn Larsen — лучший выбор для зимы?

Захарова: РФ предъявила досудебные претензии к 4 странам по «Севпотокам»

Экология в России и мире

В Москве пройдёт гастрономический фестиваль «Русская кухня»

Яна Рудковская, Ксения Собчак, Seville, Снежана Георгиева и другие гости светской презентации нового клипа Мота

Пластический хирург Александр Вдовин: как избавиться от мешков под глазами

В районе Симферополя появится необычный жилой квартал

Спорт в России и мире

Хуркач пожертвует по €100 за каждый эйс пострадавшим от наводнения

Пекин (ATP). 2-й круг. Котов сыграет с Коболли, Сафиуллин – с Синнером, Медведев – с Маннарино

Даниил Медведев вышел во второй круг турнира ATP-500 в Пекине

«Теннисистки заслуживают зарабатывать на равных с мужчинами». Веснина выступила за соразмерные призовые

Moscow.media

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»

Heroje H288BW- портативный сканер штрих-кодов с интерфейсом Bluetooth

На Неву вернулся один из первых речных трамвайчиков Петербурга

Можно ли перевестись из одной автошколы в другую в процессе обучения?







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *