Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 21.02.2023

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ბირთვული არსენალი, რამდენად დიდია ის და ვინ აკონტროლებს?

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს უკრაინის გამო ბირთვული გაფრთხილება მისცა. მან შეაჩერა ხელშეკრულება ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ. პუტინმა განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიული სისტემები საბრძოლო მორიგეობის რეჟიმშია და მოსკოვმა შესაძლოა ბირთვული ცდები განაგრძოს.

News.ge 

არჩილ თალაკვაძე: ვახტანგ გომელაური არის პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც მართლა ესმის ძირეულად თუ რას ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა

„ვახტანგ გომელაური არის პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც მართლა ესმის ძირეულად თუ რას ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა,“ ასე შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. ვახტანგ გომელაურს დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს. თალაკვაძის განცხადებით მინისტრს  სრული პასუხისმგებლობით ესმის, რომ ქვეყანაში მართლწესრიგთან არის დაკავშირებული ბევრი სხვა სფეროს განვითარება, – „ ჩვენ ვნახეთ საქართველოს ...

News.ge 

ვოლოდიმირ ზელენსკი: კარგია, რომ ბატონი ბერლუსკონის ეზოში პუტინის ტანკი არ შესულა

კარგია, რომ ბატონი ბერლუსკონის ეზოში პუტინის ტანკი არ შესულა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ბატონი ბერლუსკონი… მისი სახლი რაკეტებით ყოველდღიურად არასდროს არ დაუბომბიათ, და მადლობა ღმერთს, რომ რუსეთის ფედერაციიდან მისი პარტნიორი ტანკით არ შესულა მის ეზოში, არ გაუნადგურებია მისი ნათესავები და ახლობლები. ვფიქრობ, ბატონ ბერლუსკონის უშუქობის ...

News.ge 

ჯო ბაიდენი რუს ხალხს: პუტინმა აირჩია ეს ომი

დასავლეთი არ გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას, როგორც პუტინმა დღეს თქვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “ამსაღამოს კიდევ ერთხელ მივმართავ რუს ხალხს: შეერთებული შტატები და ევროპის ერები არ ცდილობენ რუსეთის კონტროლს ან განადგურებას… ომი არასდროს არის აუცილებლობა. ეს ტრაგედიაა. პრეზიდენტ პუტინმა აირჩია ეს ომი”, – განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, ...

News.ge 

ირაკლი კობახიძე: ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული უკრაინის ხელისუფლება, ვიზიტი წარმოუდგენელია

„ტყუილების გავრცელებით არის დაკავებული უკრაინის ხელისუფლება, ვიზიტი წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, შექმნილი ვითარება ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ ტოვებს. „უკრაინაში ვიზიტს რაც შეეხება, არის სამწუხარო ვითარება – არის უკრაინელი ხალხი და ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს და ჩვენ მეგობარ ქვეყანას, მაგრამ ხელისუფლების ნაბიჯები ...

News.ge 

ოდიშარია: ვფიქრობ, ამაში, როგორც მინიმუმ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და მთავრობის სხვა წევრებს, თუ პარლამენტის წევრებს, ბრალს ვერავინ დაგვდებს

„რისთვის მივისწრაფვით ევროპაში – გვინდა, რომ იყოს მეტი თავისუფლება, განათლება და მეტი შემოსავალი. თუ გვინდოდა ჩაკეტილი ვყოფილიყავით და რკინის ფარდა ყოფილიყო, კი ვცხოვრობდით ასეთ ქვეყანაში 70 წელი“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოსვლის შემდეგ. მიგრაციის საკითხებზე საუბრისას, ბექა ოდიშარიამ ...

News.ge 

თურქეთში მოხალისედ წასული ქართველი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონში მოხალისედ წასული ქართველი, დანიელ ბულკაშვილი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას დანიელ ბულკაშვილის მეგობარი გიორგი დიასამიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „არ ვიცი, რა დავწერო გული ძალიან მეწვის. ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. მარადიული ხსოვნა მეგობარო. შენ მართლა გმირი იყავი და გმირად დარჩები ჩვენს გულში“, – წერს გიორგი დიასამიძე.

News.ge 

სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს “ოფიციალურ შეხვედრას” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტთან”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მკაცრად გმობს“ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა. „მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს “ოფიციალურ შეხვედრას” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტთან”. ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IPI-მ საქართველოს დეპუტატებს მოუწოდა, არ მიიღონ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI) საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდა, არ მიიღონ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც, ინსტიტუტის თქმით, ეხმიანება ანალოგიურ კანონებს ავტორიტარულ ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში. საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, "ხალხის ძალამ" მოამზადა. როგორც IPI-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორები შენიშნავენ, არსებობს საფრთხე, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ზომები გამოყენებულ იქნება იარაღად მასმედიისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი მკაცრად გმობს მინსკში ლუკაშენკასა და ბჟანიას შორის შეხვედრას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის" ანგარიშზე გამოეხმაურა მინსკში ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტთან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეხვედრას.  „მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკას „ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტთან", - წერს ზურაბიშვილი.  საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლასაც იხსენებს. ბელარუსის ავტორტარი ლიდერი 2022 წლის სექტემბერში ასლან ბჟანიას ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკზე" შეხვდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის ახალი მიმართვა ძველი აქცენტებით

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თითქმის 2 საათის განმავლობაში კითხულობდა ყოველწლიურ მიმართვას, რომელიც წინა გამოსვლების მსგავსად სავსე იყო მილიტარისტული რიტორიკით და უხვი ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული აქცენტებით.

Radiotavisupleba.ge 

არ დავუშვებთ - როგორ ებრძვის აფხაზური საზოგადოება "აგენტების" შესახებ კანონპროექტს 

საქართველოს პარლამენტში პირველივე ცდაზე დარეგისტრირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მსგავსი დოკუმენტი წლებია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განხილვის დაწყებას ელოდება.

Radiotavisupleba.ge 

ჯო ბაიდენი ვარშავაში: "კიევი დგას, ის ძლიერია და, რაც მთავარია, ის თავისუფალია"

„მსოფლიო კიევის დაცემისთვის ემზადებოდა. მაგრამ კიევი დგას და ძლიერია, როგორც არასოდეს,“ თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს საღამოს ვარშავაში წარმოთქმულ სიტყვაში. მან დამსწრეებს შეახსენა, რომ თითქმის ერთი წლის წინ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში სამხედრო შეჭრა. „როცა რუსეთი შეიჭრა, ეს გამოცდა იყო მთელი მსოფლიოსთვის, მთელი დემოკრატია საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. უნდა გვეპასუხა მარტივი შეკითხვებისთვის - შევძლებთ ძალების შენარჩუნებას თუ სისუსტეს გამოვავლენთ? ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვიცით პასუხი - ჩვენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიდთოვლობის გამო ცხინვალის რეგიონში სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი

უამინდობა პრობლემებს ქმნის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ორი დღის განმავლობაში. ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი სოფლების ნაწილი. 20 თებერვალს, საღამოს ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის შედეგად, დენის მიწოდება შეუწყდა ხეთაგუროვოს, დმენისს და ტბეთს. ელექტროგადამცემ ხაზზე აღდგენით სამუშაოებს უამინდობა უშლიდა ხელს. სოფლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ 21 თებერვალს, საღამოს გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს ოკუპირებული ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ინალ ბაზაევმა უთხრა. Читать дальше...

News.ge 

ანა ნაცვლიშვილი ვახტანგ გომელაურს: რა პროცედურაა, რომელიც ყველა ანტიპუტინისტს საქართველოში კარს უხურავს და სხვა ყველას უკონტროლოდ უშვებს?

რა პროცედურაა, რომელიც ყველა ანტიპუტინისტს საქართველოში კარს უხურავს და სხვა ყველას უკონტროლოდ უშვებს? – ამ კითხვაზე პასუხი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მოითხოვა. ნაცვლიშვილის შეფასებით, აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, რომლებიც პუტინთან ღია კონფრონტაციაში არიან, საქართველოში ძალიან გაუგებარი და ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე არ უშვებენ. “რამდენად უსაფრთხოა დღეს საქართველო, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოდან ადამიანები უკონტროლოდ შემოდიან? “ლელოს“... Читать дальше...

News.ge 

ანა დოლიძე: შემდეგი იქნება ქვეყნიდან გასვლის ვიზა… [დასავლეთი] დაგვიწესებს ვიზებს. ირანიზაციას აპირებს ირაკლი კობახიძე? არ მგონია, მას ამის თავი ჰქონდეს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ შესაძლოა, დასავლეთმა საქართველოდან გასვლაზე ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესონ ვიზები. „შემდეგი იქნება ქვეყნიდან გასვლის ვიზა. მე კარგად ვიცნობ ამ ქვეყნებს და ასეთი ნაბიჯების შემდეგ, დაგვიწესებენ ვიზებს. ქვეყნიდან ვერ გახვალ, სანამ გასვლის ვიზას არ მიიღებ. გაიხედე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ვერ გახვალ იქიდან თ ვიზას არ ჩაგირტყამენ და სხვა ასეთი ...

News.ge 

დღე ისტორიაში – 22 თებერვალი

2022 წელს დუბაის “მომავლის მუზეუმი” ოფიციალურად გაიხსნა. 2018 წელს მალაიზიის ლიდერმა განაცხადა, რომ თათაბო უფრო უყვარს, ვიდრე ტრადიციული ბრინჯი. 2018 წელს ესპანეთის 65 000 წლოვან გამოქვაბულში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გამოქვაბულის პირველი მხატვრები ნეანდერტალელები იყვნენ. 2017 წელს ნასას ტელესკოპმა აღმოაჩინა ვარსკვლავი, რომელსაც დედამიწაზე შვიდჯერ დიდი ზომის პლანეტები აკრავდა გარს. 2006 წელს ბრიტანეთის ისტორიაში უდიდესი ...

Radiotavisupleba.ge 

მინისტრი ევროპული პრაქტიკით ხსნის სტატისტიკის კვარტალურად გამოქვეყნების წესზე გადასვლას

პარტიის „საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის შეკითხვას, უპასუხა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. დეპუტატი დაინტერესდა, ყოველთვიურის ნაცვლად, შსს რატომ გადავიდა დანაშაულის და საზღვრის კვეთის სტატისტიკის კვარტალურად გამოქვეყნების წესზე. გომელაურმა დანაშაულის სტატისტიკაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ შსს-მ გადაწყვეტილება ევროპული პრაქტიკის შესწავლის შემდეგ მიიღო.  „სტატისტიკას ელექტრონული პროგრამა ითვლის, რომლის საფუძველზეც დანაშაულის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ოცნება“ ემიგრაციას EU-სთან უვიზო რეჟიმს უკავშირებს - რა ხდება სინამდვილეში?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოდან მოსახლეობის გადინება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთანაცაა დაკავშირებული. ასეა ეს?

Radiotavisupleba.ge 

სალივანი: ვარშავაში ბაიდენის გამოსვლა არ იქნება პირდაპირი პასუხი პუტინის დღევანდელ სიტყვაზე

ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლა, რომელიც სამშაბათს შედგება, არ იქნება პირდაპირი პასუხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დღევანდელ გამოსვლაზე, რომელშიც, სხვათა შორის, მან განაცხადა, რომ რუსეთი წყვეტს მონაწილეობას სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებაში. ამის შესახებ განაცხადა ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა. მან განაცხადა, რომ ბაიდენი უკრაინის ომთან დაკავშირებულ რაიმე დეტალებზე კი არ ილაპარაკებს, არამედ მოხაზავს დემოკრატიებისა და ავტორიტარული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო უწყება გმობს ლუკაშენკოსა და ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრას

მინსკში ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. საგარეო უწყება ბელარუსს მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.    აღნიშნული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ხსნის მინისტრი გომელაური მწერალ ფილიპ დზიადკოს საზღვარზე არშემოშვებას

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში გამოსვლისას რუსი მწერლისა და ჟურნალისტის, ფილიპ დზიადკოს საქართველოში არშემოშვებას დეპუტატების კითხვების პასუხად გამოეხმაურა. მას მომხდარის მიზეზებზე არ უსაუბრია და ფილიპ დზიადკოზე თქვა, რომ "არც იცის ვინ იყო" და "ატყდა ამბავი".  "მითხრეს, რომ ვიღაც რუსეთის მოქალაქე არ შემოუშვეს და თითქოს, ქვეყანა დაინგრა. მაგალითად, გუშინ რუსეთის 9 მოქალაქე არ შემოვუშვით საზღვარზე. შემდეგ ქალბატონი [ელენე] ხოშტარია მობრძანდა აეროპორტში თავის ორ თანმხლებ ადამიანთან ერთად და ატეხეს მთელი ამბავი... Читать дальше...

News.ge 

ვახტანგ გომელაური: მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – ჩვენ მათთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად განვაგრძობთ

„ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით ჩვენ მათთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად განვაგრძობთ“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ  გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო... Читать дальше...

News.ge 

მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა, მთელს მსოფლიოში ჩემს მხარდასაჭერად – მადლობა ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 თებერვალს გამართულ აქციებს ეხმაურება და მხარდამჭერებს მადლობას უხდის. „დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა, მთელს მსოფლიოში ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, 20 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მსოფლიოში და საქართველოში აქციები გაიმართა.

Radiotavisupleba.ge 

გომელაური ყვარელში ინციდენტზე: რა უნდა ექნა პოლიციას? [ბერძენიშვილისთვის] ხელი არ დაუდიათ

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაური ყვარელში ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის ლექციის დროს მისთვის გზის გადაკეტვა თბილისში პარლამენტში ოპოზიციის აქციის დროს საავტომობილო მოძრაობის შეფერხებას შეადარა. ამ საკითხზე მას კითხვა პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ დაუსვა. "მოკვლევა არანაირი არ დაგვიწყია, რა თქმა უნდა, გინდ გენერალურ ინსპექციას. იქ იყო დაახლოებით 40-50 ადამიანი, პოლიციელი იყო 6 თუ 7 ადამიანი. არ გადმოსულა მანქანიდან ბატონი ბერძენიშვილი. საერთოდ, მანქანა არ დაუზიანებიათ... Читать дальше...


Как экс-замминистра Тимур Иванов долгие годы скрывал свою роскошную жизнь

Фигурист Семененко проводит сборы в Италии

Скелет человека обнаружили в лесном массиве в Новой Москве

"Меня как током прошибло": охота за накоплениями чебоксарки приняла новый оборот



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Фигурист Семененко проводит сборы в Италии

"Меня как током прошибло": охота за накоплениями чебоксарки приняла новый оборот

Городские службы перешли на усиленный режим работы

Приложение "Память": дистанционно ухаживайте за могилами, ремонтируйте и возлагайте цветы

Музыкальные новости

Путешествовать по России в майские праздники будут 2,8 миллиона туристов

Путин поручил рассмотреть вопрос о создании профильных агроклассов

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Росгвардия обеспечила правопорядок во время футбольного матча «ЦСКА» - «Спартак» в Москве

Новости России

Пожарные отметили профессиональный праздник в Орехово-Зуеве

Приложение "Память": дистанционно ухаживайте за могилами, ремонтируйте и возлагайте цветы

Как экс-замминистра Тимур Иванов долгие годы скрывал свою роскошную жизнь

Собянин поздравил работников скорой помощи с профессиональным праздником

Экология в России и мире

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье

По запросу Баку в Москве незаконно был задержан известный российский политолог Михаил Александров

День Земли - каждый день

Спорт в России и мире

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде

Елена Рыбакина рассказала о проблемах на турнире в Мадриде

Арина Соболенко призналась в том, что не любит женский теннис

Россиянка Полина Михайлова стала чемпионкой Франции по настольному теннису

Moscow.media

Совместные учения сотрудников Росгвардии и МЧС прошли в Москве

Музеи Твери. Императорский путевой дворец.

«1418»: выставка секции «Арт-фото» ТСХР в зале «Лаврушинский`15»

До 17 лет тюрьмы – автоподставщики и страховые мошенники всё реже уходят от ответственности в Хабаровском крае







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *