ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უკრაინას ეწვევა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა La Razon-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ვიზიტი განსაკუთრებული საიდუმლოების პირობებში მიმდინარეობს და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ქვეყნის მეთაურის ოფიციალურ დღის წესრიგში არ იყო გათვალისწინებული.
აღინიშნება, რომ კიევში ვიზიტი “მოკავშირეების წინაშე ესპანეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს” ემთხვევა.
ცნობისთვის, დღეს ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისში უკრაინას 6 Leopard 2 ტანკი გადაეცემა.