ის, რაც ჯოან როულინგის შესახებ არ იცოდით
ჯ.კ. როულინგი 57 წლისაა. იგი დაიბადა 1965 წლის 31 ივლისს, იეტში, გლოსტერშირში. მისი დაბადების სახელია ჯოან როულინგი.
ჯოანის მშობლები მატარებელში შეხვდნენ, კინგს კროსის სადგურში, რომელიც მოგვიანებით მწერლისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. სადგური, როგორც კარიბჭე ჯადოქრების სამყაროში.
როდესაც იგი ბავშვი იყო, წერდა ფანტასტიკურ ისტორიებს, რომლებსაც თავის დას, დიანას, აკითხებდა. დიანა სულ რაღაც ორი წლით უმცროსია ჯოანზე.
“ჰარი პოტერის” წიგნებზე მუშაობისას მწერალმა ჰერმიონ გრეინჯერის პერსონაჟი საკუთარ თავზე დაკვირვებით შექმნა.
მას მძიმე ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, ხოლო დედამისს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.
ჯოანის საუკეთესო მეგობარს, შონს, ჰყავდა მანქანა, რომელიც საბოლოოდ გახდა “ჰარი პოტერის” ფილმების მფრინავი ვერსიის ინსპირაცია.
რაც შეეხება გამოცემას, ვარაუდობდნენ, რომ ქალის მიერ დაწერილ რომანს არ ეყოლებოდა მამაკაცი მკითხველები, ამიტომ ჯოანმა ლიტერატურული სახელით მოღვაწეობა აირჩია.
როდესაც ჯ.კ. როულინგი ჰარი პოტერის პირველ წიგნს წერდა, ის და მისი ქალიშვილი დასთან ერთად იმყოფებოდნენ. მას იმ დროს არ ჰქონდა სტაბილური შემოსავალი და ხელმოკლედ ცხოვრობდა.
1990 წელს ჯოანი ოთხი საათის განმავლობაში მატარებელში იმყოფებოდა, სადაც “ჰარი პოტერის” იდეა სრულად ჩამოყალიბდა მის გონებაში. როგორც კი დანიშნულების ადგილს მიაღწია, მაშინვე დაიწყო წერა.
“ჰარი პოტერში” ბევრი პერსონაჟი და იდეა ეფუძნება მის საკუთარ ცხოვრებას. დამბლდორის პერსონაჟი ჯოანის ერთ-ერთი დირექტორის პროტოტიპია.
ანალოგიურად, დემენტორების შექმნის პროცესი ეფუძნებოდა მის გამოცდილებას კლინიკურ დეპრესიასთან ბრძოლაში.
The Guardian-ში რეკლამის ნახვის შემდეგ ჯ.კ. როულინგი გადავიდა პორტუგალიაში, რათა ესწავლებინა ინგლისური, როგორც მეორე ენა.
როულინგი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა “ჰარი პოტერზე”, რა დროსაც დედა გარდაეცვალა. მას არასოდეს უთქვამს დედისთვის, რომ წიგნს წერდა.
როდესაც ჯოანი ახალ საყურეებს ყიდულობს, მას სინდისი ქენჯნის და იმავე რაოდენობის თანხას ქველმოქმედებისთვის გზავნის.
წყარო/ფოტო: The Fact Site