Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზურაბიშვილი: მთავრობამ თავი იზოლაციაში მოიქცია; საქართველო კი იქ დგას, სადაც საუკუნეების წინ

ზურაბიშვილი: მთავრობამ თავი იზოლაციაში მოიქცია; საქართველო კი იქ დგას, სადაც საუკუნეების წინ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს იმ პოზიციების გამოხატვისთვის, რომელიც უკრაინის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა. დღეს, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ოფიციალური დელეგაცია ქვეყნიდან არ წასულა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან უკრაინის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება, იმის გამო რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომცა და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია; გაუგებარი იმ ქვეყნისგან რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ, რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივობებზე.

"საბედნიეროდ საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია: ყველა ფორმით და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვან მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი...

თბილისი კი თავის მხრივ მსოფლიოს გაახსენებს რომ საქართველო, დგას სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და „საკუთარი ინტერესების“ ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი - საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება. ამ საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე უკრაინას მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ", - თქვა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა გააკეტიკა ხელისუფლების ის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოწვევის მიუხედავად, არ წავიდნენ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე დაგეგმილ ღონისძიებებზე.

"მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.

21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციაც არ ჩადის 24 თებერვალს უკრაინაში - რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავზე. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაა.

დღეს, 24 თებერვალს, ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.

პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".

2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Туле прошел фестиваль традиционной народной культуры

Новые контейнерные площадки установят в деревне Чемодурово в Воскресенске

Сильный пожар вспыхнул возле метро Кожуховская в Москве. Дым видно за много километров

В столичном регионе за сутки покончили с собой трое подростков

Музыкальные новости

Бизнес-эксперт Екатерина Паршина дала 3 совета, как не стать самодуром в компании

Представитель Кремля Песков: Путин неоднократно говорил, что потребности в мобилизации нет

Собянин: Центральный кластер комплекса МГТУ им. Н.Э. Баумана будет готов в июне

Планы США и ЕС провалились. Мишустин назвал козыри России в Азии

Новости России

ЧЕЧНЯ. В Москве Рамзан Кадыров обсудил с Антоном Вайно проблемные вопросы

Игнашевич вылетел, Гончаренко свалился в стыки, Максименко простили за умышленный удар в пах! «Незолотые» итоги 30-го тура РПЛ

Москвичка зарезала мать в ссоре и сдалась полиции

Сильный пожар вспыхнул возле метро Кожуховская в Москве. Дым видно за много километров

Экология в России и мире

Вкусно и безопасно: гастроэнтеролог Садыков назвал 5 продуктов, снижающих холестерин

Как за два дня увидеть все самое интересное в Новгородской области?

Бизнес-эксперт Екатерина Паршина дала 3 совета, как не стать самодуром в компании

Театр кукол Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Спектакль "Курочка ряба"

Спорт в России и мире

Даниил Медведев проиграл Рафаэлю Надалю тренировочный сет на «Ролан Гаррос»

Россиянки Хромачёва и Сизикова пробились в финал парного турнира в Рабате

Самсонова с «баранкой» разгромила Хаддад-Майю и вышла в полуфинал турнира в Страсбурге

Новак Джокович и Хамад Меджедович сыграли в бочче на Ролан Гаррос | Виды спорта

Moscow.media

Порядка 144 км дорог и 17 мостов приведут к нормативам по БКД в Поморье

Московская Пивоваренная Компания перешла на кадровый ЭДО с помощью HRlink

В Петербурге теплоход столкнулся с опорой Благовещенского моста

Астана остается без российских денег. Россия закручивает Казахстану сразу несколько гаек.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *