უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
საქართველოს პარლამენტთან, სადაც უკრაინის სოლიდარობის აქცია -„ ეს არის საქართველო დიდება გმირებს“ მიმდინარეობს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ყველა იმ ქართველ მეომარს, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაღუპული ქართველი მეომრის სახელები და გვარები წაიკითხეს.
მანამდე კი, აქციის მომდინარეობისას გაჟღერდა საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები.