რამზან კადიროვი: წყეული იოსებ სტალინის ბრძანებით ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს საშინელი გენოციდი მოუწყვეს
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა 1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციას გენოციდი უწოდა.
„წყეული იოსებ სტალინის ბრძანებით ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს საშინელი გენოციდი მოუწყვეს – მასობრივი დეპორტაცია ციმბირსა და ყაზახეთში. მიზეზი ნაცისტ დამპყრობლებთან თანამშრომლობის უსაფუძვლო ბრალდება იყო. ეს მხოლოდ ხოცვა-ჟლეტის გასამართლებლად იყო საჭირო, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ თავისუფლებისმოყვარე და ამაყი ხალხი მოკლა. ათასობით ადამიანი დაიღუპა გზაზე, ასობით ათასი დაიღუპა სიცივისგან, შიმშილისა და დაავადებისგან“, – განაცხადა კადიროვმა.
ცნობისთვის, ჩეჩნებისა და ინგუშების მასობრივი გამოსახლება ყაზახეთსა და ციმბირში 1944 წლის 23 თებერვალს დაიწყო.
ისტორიკოსების შეფასებით, სტალინის პერიოდში ნახევარ მილიონზე მეტი ჩეჩენი და ინგუში გადაასახლეს.
ოფიციალურად გადასახლების მიზეზი ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობა და ანტისაბჭოთა საქმიანობა იყო.