ერდოანმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას "სამართლიანი მშვიდობისკენ" მოწოდება გამოთქვა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 24 თებერვალს, თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, უკრაინაში "სამართლიანი მშვიდობისკენ" მოწოდება გამოთქვა , იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რუსეთმა და უკრაინამ ამისთვის უნდა აღადგინონ მოლაპარაკება, განაცხადა ერდოანმა.
"პრეზიდენტმა ერდოანმა ხაზი გაუსვა სამართლიანი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული სიცოცხლის შემდგომი დანაკარგები და განადგურება", ნათქვამია მოკლე განცხადებაში. სააგენტო ანადოლუს თანახმად, ამისთვის, ანკარა მზად არის, გაუწიოს მხარეებს ნებისმიერი დახმარება.
ცალკე გამართულ სატელეფონო საუბრისას, ერდოანმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ „ორივე მხარემ ყურადღება უნდა გადაიტანოს ისეთი მოგვარებაზე, „რომელიც ომის შეწყვეტასა და მოლაპარაკებაზე იქნება დაფუძნებული.“