ზურაბ ბატიაშვილი: მტრის ჯინაზე, ამ ქვეყანაში …
ექსპერტი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მტრის ჯინაზე საქართველოში ყოველთვის იფრიალებს ქართული დროშები.
“დღეს 25 თებერვალია.
მტრის ჯინაზე ამ ქვეყანაში ყოველთვის იფრიალებს ქართული დროშები!”, – წერს ბატიაშვილი.
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.