ალექსანდრ ლუკაშენკო მომავალ კვირას ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრება
ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მომავალ კვირას ჩინეთს ეწვევა.
ვიზიტი 28 თებერვლიდან 2 მარტამდე გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკო და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოლაპარაკებებს ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ.
„აქცენტი გაკეთდება ვაჭრობის, ეკონომიკური, საინვესტიციო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე ერთობლივი მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია რომ ლუკაშენკო ვიზიტს თეირანში გეგმავდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული „სამშვიდობო გეგმა“ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მოგვარების იდეებით. იგი შედგება 12 პუნქტისგან.