ფილმმა "ნავალნი" აშშ-ის პროდიუსერთა გილდიის ჯილდო მიიღო
დოკუმენტურ ფილმს "ნავალნი", რომლის რეჟისორიც კანადელი რეჟისორი დენიელ როარია, საუკეთესო დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში აშშ-ის პროდიუსერთა გილდიის ჯილდო მოიგო. გილდიის ოფიციალურ ტვიტერში აღნიშნულია, რომ ფილს ეს ჯილდო წილად ხვდა "გამორჩეული პროდიუსერობისთვის".
მანამდე ფილმი "ნავალნი" კინემატოგრაფიის სფეროში ბრიტანული კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს- BAFTA-ს პრემიის ლაურეტა გახდა ნომინაციაში "საუკეთესო დოკუმენტური ფილმი".
გარდა ამისა, სურათი მოხვდა „ოსკარის“ ნომინაციაში. მისი ლაურეატები 12 მარტს გამოცხადდება.
ფილმ "ნავალნის" პრემიერა 2022 წლის იანვარში შედგა. ფილმი მოგვითხრობს 2020 წლის აგვისტოში რუსი ოპოზიციონერი ლიდერის მოწამვლასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, მათ შორის ნავალნის მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე გერმანიაში, მის მცდელობაზე გამოიძიოს რა მოხდა, ასევე პოლიტიკოსის დაპატიმრებაზე მოსკოვში დაბრუნების შემდეგ.
ფილმი უკვე აჩვენეს ამერიკულ ტელეარხ CNN-სა და ბრიტანულ ტელეარხ BBC 2-ზე. რუსეთში ეს ფილმი არ უჩვენებიათ.