Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

“დადგა დრო, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს სამი საოცარი პიროვნება – კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი… “

ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1950), ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.

1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა.

1926 წელს ლენინგრადში გადადის. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929–1941 წწ.), სადაც კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. 1930 წლის 16 მარტს პეტრე ჩაიკოვსკის „გედის ტბაში“ ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებს. ოდეტას პარტიის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი გალინა ულანოვა წერდა: „ისეთი პარტნიორი, როგორიცაა სერგეეევი, ჩემს საცეკვაო ინტერპრიტაციაში ოდეტას სახეს ლირიზმს მატებდა, ხოლო ჭაბუკიანი – ტემპერამენტს“. 1930 წლის 19 ნოემბერს მას დაეკისრა ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტში“ ბაზილის პარტია. მისმა პირველმა გამოსვლამ ლენინგრადის მოსახლეობა განაცვიფრა. „დონ კიხოტმა“ მას სახელი გაუთქვა მთელ სსრკ-ში. ამის შემდეგ იწყება ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოში და საზღვარგარეთ. 1932 წელს იგი აშშ–ში მიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეთში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან: „პარიზის ალი“, „კორსარი“, „დონ კიხოტი“; აგრეთვე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.

1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენაზე გაიმართა სახეშეცვლილი „მზეჭაბუკის“ პრემიერა. მისი ახალი სახელია „მთების გული“. 1939 წელს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას წითელი დროშის ორდენი გადასცეს და დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მისმა დადგმებმა განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუხსნა მამაკაცის პარტიებს.

1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად.1942 წლის 8 მარტს ჭაბუკიანმა შარლ გუნოს „ფაუსტის“ „ვალპურგის ღამე“ დადგა, ხოლო 1945 წელს „გედის ტბა“. 1947 წლის 12 თებერვალს დადგა გრ. კილაძის ბალეტი „სინათლე“ (4 მოქმედებიანი), რომელსაც საფუძვლად დაედო ი. გედევანიშვილის ამავე სახელწოდების პიესა. 1950 წელს დაიწყო გასტროლები, კერძოდ კი სოჭში, სადაც პირველად იქნა ნაჩვენები ჭაბუკიანის მიერ დადგმული სპექტაკლი „გორდა“.

1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში „ოტელოს“ პრემიერა გაიმართა. ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. მაია პლისეცკაია წერდა: „ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს. დიდების ღირსია ქართველი ხალხი, რომელმაც შექმნა ასეთი მაღალნიჭიერი, მარად დასამახსოვრებელი ბალეტი“. 1961 წელს ჭაბუკიანმა განახორციელა მორის რაველის ბალეტი „ბოლერო“. 1967 წელს ჭაბუკიანის ახალი ბალეტი ფ. ღლონტის „განთიადი“ შეიქმნა. 1980 წელს ბეთჰოვენის მუსიკაზე ჭაბუკიანმა შექმნა ერთაქტიანი ბალეტი „აპასიონატა“. 1951-1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. 1982 წლიდან არის სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი. აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.

მისი მოსწავლე–სტუდენტები არიან: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, აგრეთვე დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი. „ჩემი პრინციპი უცვლელია, – ამბობდა ვ. ჭაბუკიანი, – ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას; ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო: აუცილებელია პროპორციების სათანადო განაწილება და მათი მკაცრად დაცვა…“

1990 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ტეატრში ვ. ჭაბუკიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა.

გიგა ლორთქიფანიძემ ვახტან ჭაბუკიანზე განაცხადა: დადგა დრო, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს სამი საოცარი პიროვნება – კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი…

ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს, თბილისში. იგი დაკრძალულია მთაწმინდისა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Глава Дмитрова Илья Поночевный встретился с семьями бойцов СВО

Северное сияние увидели жители многих регионов России

Синоптик Вильфанд: в следующие выходные температура приблизится к норме

Появились кадры с места аварии на Сиреневом бульваре в Москве

Музыкальные новости

Мишустин предложил повысить Дениса Мантурова до первого вице-премьера

Собянин поздравил Мишустина с назначением на пост председателя правительства РФ

Урганту не дали выступить на вечере памяти Окуджавы

Оксана Федорова представила на выставке-форуме «Россия» премьеру фильма «Петербург Шаляпина и Рахманинова»

Новости России

Россия оптимизирует присутствие на Южном Кавказе

Следовавший из Москвы в Гуанчжоу Boeing 777 экстренно сел в Иркутске

Выставка в Государственном Кремлевском Дворце ...

Мужчине выстрелили в лицо во время конфликта в торговом центре Москвы

Экология в России и мире

Как надо ПРОДАВАТЬ СЦЕНАРИЙ, ПЬЕСУ, СИНОПСИС.

Мини-конференция по продвижению дизайнеров DesignBlogFest 2024

Красота и благородность: яркие стильные весенние образы

Продвижение Песен, Музыки, Стихов ВКонтакте. Способы и методы увеличения прослушивания песни, музыки, стихов ВКонтакте.

Спорт в России и мире

Хачанов победил Шевченко во втором круге турнира ATP в Риме

Павлюченкова вылетела с турнира в Риме

Соболенко испытала проблемы после снятия Рыбакиной с турнира в Риме

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг

Moscow.media

Военные следователи навели порядок на Братской могиле воинов 35-й береговой батареи в Севастополе

Компания Volkswagen окончательно откажется от моделей с индексом GTX

Военные следователи возложили цветы к Мемориалу героической обороны Севастополя 1941-1942 годов

Велоретро







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *