ირაკლი კობახიძე: ლევან იოსელიანი პატიოსანი, პატრიოტი ადამიანია, თუმცა, მინუსი რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის პოლიტიკური მიკერძოება
თუ პიროვნულ მახასიათებლებს ავიღებთ, მას ძალიან ბევრი პლუსი აქვს. არის პოლიტიკური მიკერძოების კომპონენტი – ყველაფერზე დაგვჭირდება მსჯელობა იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლევან იოსელიანზე საუბრისას განაცხადა.
„ლევან იოსელიანი არის პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი – ეს თვისებები მას აქვს. თუმცა, მეორე თემაა, მინუსი რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის პოლიტიკური მიკერძოება, ის არის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ეს ყველა ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.