Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

2 მარტის აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს - სასამართლო პროცესები გაგრძელდება

2 მარტის აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს - სასამართლო პროცესები გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა 2 მარტს პარლამენტთან „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული შვიდი მოქალაქის პროცესი. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა დემონსტრაციის მონაწილე იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.

„ვიდექი ტროტუარზე, ჩემ უკან დეპუტატებს, ვისაც უნდათ რუსული კანონის მიღება, „მონა" დაუძახეს. პოლიციამ დაიძახა, რომ ის ბიჭი დაეკავებინათ, მე ვიკითხე, რატომ იჭერდნენ? შემდეგ ჩემზეც თქვეს, რომ დავეჭირე. თქვენ თუ თვლით, რომ ადამიანი „მონას" დაძახებისთვის უნდა დაისაჯოს, მეც დამაკავებთ… გინდა 5 დღე იყოს, გინდა 2000 ლარი… ჩემი აზრით, დასჯადი არ უნდა იყოს, რომ გააპროტესტონ, როცა ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ…” - მიმართა მოსამართლეს იმედა კლდიაშვილმა.

აქტივისტმა მოსამართლეს მიმართა, რომ სუს-ის შენობის წინ ერთკაციანი აქციის გამართვის გამოც დააჯარიმეს. „დამაჯარიმეთ, არღვევდა წესებსო და არ ემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნასო. ჯარიმას არ ვიხდი", - თქვა იმედა კლდიაშვილმა.

ვალერიან ფილიშვილმა აქციის ექვსი მონაწილის პროცესი გადადო და 22 მარტს დანიშნა. მოსამართლემ ვიდეომტკიცებულებების მოძიება მოითხოვა. სასამართლო პროცესების განრიგი ასე განაწილდა:

22 მარტი, 11:00 საათი - დავით სეხნიაშვილი - სტუდენტი;

22 მარტი, 11:30 საათი - რეზო დუმბაძე - სტუდენტი;

22 მარტი, 13:00 საათი - ოთარ გოგრიჭიანი;

22 მარტი, 13:30 საათი - გიორგი პატარაია - „ნაციონალური მოძრაობის" წევრი;

22 მარტი,15:30 საათი - ნიკოლოზ ფეხმაშვილი;

22 მარტი, 10:30 საათი - ნიკოლოზ ბუთხუზი - დასაქმებული.

ის პოლიციელები, რომლებმაც აქციის მონაწილეები დააკავეს, სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი მზად არიან სასამართლოს წინაშე ჩვენების მისაცემად.

ამ დროისთვის აქციის ყველა მონაწილე თავისუფალია. უცნობია, როდის ჩატარდება 2 მარტის აქციის 22 მონაწილის სასამართლო პროცესი.

აქციაზე პოლიციამ სულ 36 ადამიანი დააკავა (მათ შორის ორი ჟურნალისტი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძვლით. მედიის წარმომადგენლები და რამდენიმე სხვა მოქალაქე რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, 2 მარტის აქციის ორი მონაწილის მიმართ, უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

დაკავებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "უფლებები საქართველო" იცავენ. ყველა ამ ორგანიზაციას, ინიციირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირება მოუწევს.

კანონპროექტების მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Глава Лобни встретилась с жителями города на выездной встрече

Сбившего на Mercedes семерых людей в Москве водителя осудили

Новый EXEED TXL: характеристики и особенности

В Госдуме подготовили поправку о пенсии вдовам погибших бойцов СВО

Музыкальные новости

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

Глава Центробанка РФ: "Я вижу в ЦФА большой потенциал"

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.

На заводах АО "Желдорреммаш" внедряется автоматизированная система по рекламационно-претензионной работе “Астрея”

Новости России

Люберчане стали серебряными призерами всероссийского турнира «Быстрый прорыв»

В Москве лежащую на парковке пенсионерку насмерть переехала машина

Российские регионы отранжировали по степени взаимодействия с Китаем

Депутат ГД Останина попросила главу МВД взять на контроль дело Лии Заурбековой

Экология в России и мире

Звуковая зубная щетка Revyline RL060 White и зубная паста Revyline Smart заказать в Назрани

Не чувствую руку: Доктор Кутушов рассказал к чему приводит частое онемение конечностей

В Санкт-Петербурге открылся первый магазин китайского бренда Balabala

Страдания юного Аюша Булчун

Спорт в России и мире

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме

Соболенко — Коллинз: белоруска выиграла первый сет в полуфинале Рима

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме

Moscow.media

Вендор технологических решений DатаРу перешел на сервис кадрового ЭДО от HRlink

Большой Тхач

Правоохранители проверили бывших мигрантов в Джанкое

Завершен очередной этап строительства моста в Мнёвниках







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *