Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დანილოვი: საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის

დანილოვი: საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა მოიშორონ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიებზე.

„ეს ქართველებმა უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდოველებმა, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნით“, - განაცხადა დანილოვმა.

იგი ფიქრობს, რომ ქვეყნები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს გავლენა და სადაც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, ვერ განვითარდებიან.

„მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას განვითარების პერსპექტივა ექნება, სანამ ის რუსი ოკუპანტისგან არ გათავისუფლდება. საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ, მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია - მსგავსი სიტუაციაა. ტერიტორია აბსოლუტურად დანგრეულია, ის ვერ ვითარდება და არ ექნება განვითარების პერსპექტივა, ვინაიდან ასეთ ტერიტორიებზე, სადაც ტერიტორიული საკითხი გაურკვეველია, ფულს არავინ ჩადებს“, - განაცხადა დანილოვმა.

ამასთან მან „უცნაური“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ პუნქტი.

„მაშინ თქვით, რომ ეს არ არის ჩვენი ტერიტორია, მაგრამ თქვით ეს საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად. ეს ბიზანტიური სტილი, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ დრომდე არსებობდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - აღნიშნა დანილოვმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო „ბლუმბერგთან“ საუბარში განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა იცოდეს, სად გადის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხები ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული და არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა დასრულდეს რუსეთის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლის გარეშე“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თანახმადაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, როგორც - 2008 და 2014 წლებში.

ოლექსი დანილოვის განცხადებები რამდენჯერმე გახდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის საგანი.

2022 წლის აგვისტოში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინულ "24 Канал-თან" ინტერვიუში თქვა, რომ დღესაც თვლის, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია დაიცვას საკუთარი მიწები.

"როდესაც ომი დაიწყო, მე მქონდა კამათი ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღესაც ვთვლი, რომ თუ საქართველო ამ რეგიონებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები. ასევე სხვა ქვეყნებმა - თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ... არ მინდა სხვა ქვეყნების ხელისუფლებას შევეხო, მაგრამ ჩვენ მათთვის დიდ საქმეს ვაკეთებთ. მათ მაგივრად არა, მათთვის. დანარჩენში თვითონ გაერკვევიან, მათი ტერიტორიაა. ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს დასაცავი", - თქვა დანილოვმა.

დანილოვმა მსგავსი განცხადება 26 მარტსაც გააკეთა. მან თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ, გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები." დანილოვის ამ განცხადებას საქართველოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ. შალვა პაპიაშვილმა თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავენ.

არაერთი ქართველი პოლიტიკოსი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ომისკენ დასავლეთიც მოუწოდებს. ამას კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - „დამოუკიდებლობა". საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.

რაც შეეხება მოლდოვას, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რუსეთის 1700-კაციანი სამხედრო კონტინგენტი იმყოფება სეპარატისტულ დნესტრისპირეთში. სეპარატისტულ რეგიონს კიშინიოვი 1992 წლიდან ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Лечение по шариату: Русских врачей учат правильно исцелять мигрантов

Сегодня в Калининграде открывается международный фестиваль классической музыки «Кантата»

Мое дело. Как ипотечный менеджер Ольга Григорьева стала законодателем трикотажной моды

В Культурном центре АО «АК «ЖДЯ» в Алдане тепло и весело отметили День защиты детей

Музыкальные новости

Леонид Агутин посвятил ушедшей Анастасии Заворотнюк песню и клип

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Аккумулятор неанонсированного Samsung Galaxy Z Fold6 Ultra сертифицировали

Выставка «Кремли России — взгляд художника» открылась в Нижегородском кремле

Новости России

ВТБ запустил ипотеку на земельные участки

Что канючит канюк

Сегодня в Калининграде открывается международный фестиваль классической музыки «Кантата»

В Культурном центре АО «АК «ЖДЯ» в Алдане тепло и весело отметили День защиты детей

Экология в России и мире

Пегас сделал важное заявление по Египту: стали известны цены на туры на предстоящую зиму

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Анастасия Уколова, Елизавета Базыкина и Никита Кологривый продолжают съемки сериала «Комбинация»

Волжский нарцисс - Плес

Спорт в России и мире

Не ходите, дети, в теннис: как Андре Агасси и Штеффи Граф подарили детям право выбора

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису

Теннисистка из Пятигорска вышла в четвёртый круг турнира Большого шлема

Прямая трансляция матча Рыбакиной с победительницей четырех "Больших шлемов"

Moscow.media

Для строительства участка Приморского кольца в Калининградской области ищут подрядчика

Пожар в пятиэтажке унес жизнь неосторожного курильщика

Российские топ-компании получили предложение привезти на ПМЭФ Канье Уэста...за $1 млн

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *