ბელარუსში მინისტრის ყოფილი მოადგილე დააპატიმრეს „მაჩულიშჩიში“ მომხდარ აფეთქებასთან კავშირის გამო
ბელორუსის კა-გე-ბემ დააპატიმრა ქვეყნის კომუნიკაციების მინისტრის ყოფილი მოადგილე და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის (EEC) საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, დმიტრი შედკო, რომელიც აეროდრომ „მაჩულიშჩიში“ მომხდარ დივერსიაში მონაწილე ადამიანებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ბელორუსის კა-გე-ბემ დააპატიმრა ქვეყნის კომუნიკაციების მინისტრის ყოფილი მოადგილე და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის (EEC) საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, დმიტრი შედკო, რომელიც აეროდრომ „მაჩულიშჩიში“ მომხდარ დივერსიაში მონაწილე ადამინებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი "ვიასნას" ინფორმაციით, ბელარუსის უშიშროების ძალებმა შედკო 10 მარტს დააკავეს. ყოფილმა მაღალჩინოსნამ მოახერხა კოლეგების ინფორმირება მასთან „ეფ-ეს-ბეს“ ოფიცრებს მისვლის შესახებ. დმიტრი შედკო მაშინვე გადაიყვანეს მინსკში. დაკავების მიზეზები არ არის ცნობილი.
შედკოს დაკავების შესახებ ცნობილი 14 მარტს გახდა. "ვიასნას" თანახმად, ის პირადად იცნობდა ზოგიერთ ადამიანს, რომლებიც აეროდრომ „მაჩულიშჩიში“ მომხდარი დივერსიული თავდასხმის საქმეზე დააკავეს. სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც შედკო ერთ-ერთ ეჭვმიტანილთან, ეცგენი ტოჩიცკისთან, ერთად არის გამოსახული.
ბელარუსში სამხედრო აეროდრომ „მაჩულიშჩიში“, მინსკიდან 12 კილომეტრში, 26 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 (ДРЛО) - ნატოს კლასიფიკაციით Mainstay („ბურჯი“) - რომელსაც შეუძლია ერთდროულად აკონტროლოს 60-მდე სამიზნე და მათი განადგურების ბრძანებაც გასცეს.