უკრაინის თავდაცვის ძალები: ავდიივკა შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეორე ბახმუტად იქცეს
რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას ალყაში მოქცევას ცდილობენ – ის, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მეორე ბახმუტად იქცეს”, – ამის შესახებ ტავრიისკის მიმართულების თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის პრესსპიკერმა, ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ განაცხადა.
„მტერი გამუდმებით ცდილობს ავდიივკას ალყაში მოქცევას. ავდიივკა, შეიძლება, მალე მეორე ბახმუტად იქცეს – ეს ასეა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ რუსულ ქვედანაყოფებში, რომლებიც ამ მიმართულებით უტევს, ყველაფერი ასე კარგადაა“, – აღნიშნა ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა აღნიშნული მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში დაახლოებით სამი ასეული დაკარგა.