“სიმართლეს არ შეესაბამება”, – ჟიზელ ბუნდჰენი მეუღლესთან განქორწინების შესახებ
მიუხედავად განშორებისა, ჟიზელ ბუნდჰენი კვლავ აგრძელებს საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ წარმათვას. იგი წარმატებული და ბედნიერია.
2023 წლის აპრილის თვის ახალ ნომერში Vanity Fair-ისთვის, 42 წლის სუპერმოდელმა გააკრიტიკა ჭორები იმის შესახებ, რომ ის და NFL-ის ახლად გადამდგარი ვარსკვლავი ტომ ბრედი ერთმანეთს ბრედის სპორტული კარიერის გამო დაშორდნენ.
ბუნდჰენმა უწოდა ხმაურს “ძალიან მტკივნეული” და “ყველაზე გიჟური რამ, რაც კი ოდესმე მსმენია”.
“მე ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები და მომავალშიც ასე იქნება”, – დაამატა ჟიზელმა.
“თუ არის ერთი ადამიანი, რომელიც მინდა იყოს ყველაზე ბედნიერი მსოფლიოში, ეს ის არის, დამიჯერე”, – დასძინა მან.
ბუნდჰენმა და ბრედიმ განქორწინების პროცესი გასული წლის ოქტომბერში დაასრულეს. 13 წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება წყვილმა ერთობლივად გამოაცხადა. მათ ორი შვილი ჰყავთ, ვივიანი 10 წლის და ბენჯამინი 13 წლის, ხოლო ბრედი ასევე არის 15 წლის ჯეკის მამა.
წყარო/ფოტო: People