Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გიული ალასანია „ვივამედის" განცხადებაზე: უკვე გასაგები იყო, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ

გიული ალასანია „ვივამედის

კლინიკა „ვივამედის" განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია. როგორც ის აცხადებს, იგეგმება სააკაშვილის ციხეში დაბრუნება. როგორც ალასანია ამბობს, სააკაშვილის საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებს „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

„ვივამედის“ არცერთი ექიმი თვითონ, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს არის ციხის საავადმყოფო, რომელიც აკეთებს იმას, რასაც უბრძანებს პენიტენციური სისტემა. პენიტენციური სისტემაც არ არის დამოუკიდებელი, ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს ივანიშვილი. მე მაშინვე ამოვიკითხე, რომ თურმე უკანასკნელ სამ დღეს ამან [მიხეილ სააკაშვილმა] დაიწყო ისევ თვითდაზიანება. უკვე გასაგები იყო, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ, - აღნიშნა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში და განაგრძო, - ვის არ ემორჩილება კონკრეტულად, საინტერესოა. რომელ მედპერსონალს? არცერთი ექიმისგან არ გამიგია ეს, ვინც მკურნალია და ვინც გვერდზე ედგა, გარდა ქალბატონი თამარისა, რომელიც წავიდა. მას ასევე უბრძანეს, რომ წასულიყო. სხვა, რომელი მკურნალობა შესთავაზეს? ყველაზე გადაუდებელი, რაც არის მისთვის, ეს არის ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოყვანა, ვინმემ შესთავაზა აქ? ვინმე იღებს თავის თავზე, რომ შესთავაზა, რომ მძიმე მეტალებს გამოიყვანენ? ის, რომ დეტოქსიკაციას გაუკეთებენ, ვინმემ შესთავაზა? არც ერთხელ არ გამიგია არავისგან".

„სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„მე შემიძლია ვთქვა, რასაც ველოდებით ამ განცხადების შემდეგ - აქამდე ჩუმად წამლავდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, ახლა ღიად აპირებენ მის მოკვლას", - აღნიშნა მან. ჩალაძის აზრით, „კლინიკის განცხადება არის პასუხი მოახლოებულ სანქციებზე და საერთაშორისო რეაგირებაზე, რაც იყო. მეორე, ეს არის ალიბის შექმნა, იმიტომ, რომ იციან პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა და რაც შეიძლება გაქცევა უნდა კონკრეტულად „ვივამედს“ და ამ პრობლემისგან თავის არიდება. მესამე, ეს არის დასჯის მექანიზმი, ძალიან მკაცრი და პირდაპირ სასიკვდილოდ გადადება".

22 მარტს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა კლინიკა „ვივამედმა". კლინიკა აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის, ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებაშია საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ბრალდებებით.

2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.

2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Поколение секонд-хенда: почему люди стали чаще одеваться в комиссионках

В Москве поймали педофила, заставлявшего ребенка посылать ему интимные фото

Смартфон всемогущий. Как корреспондент aif.ru на 5 часов осталась без связи

Как сегодня живёт актриса Любовь Зайцева

Музыкальные новости

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Эвелина Блёданс с сыном подарила сказку детям из «Вертикали»

На заводах АО "Желдорреммаш" внедряется автоматизированная система по рекламационно-претензионной работе “Астрея”

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»

Новости России

В Москве поймали педофила, заставлявшего ребенка посылать ему интимные фото

Смартфон всемогущий. Как корреспондент aif.ru на 5 часов осталась без связи

АБХАЗИЯ. Абхазия стала самым популярным зарубежным направлением - ФСБ России

Депутат ГД Останина попросила главу МВД взять на контроль дело Лии Заурбековой

Экология в России и мире

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Кладезь полезных свойств: Кутушов рассказал о пользе шлемника байкальского

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Спорт в России и мире

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»

Стало известно, при каком условии Медведев может опуститься на 5-е место рейтинга ATP

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме

Moscow.media

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Алуште

Руки-загребуки или парфюм с запахом уголовного дела

Завершен очередной этап строительства моста в Мнёвниках







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *