Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დეგნანი კონსპირაციულ თეორიას უწოდებს აშშ-ის მოქალაქის არშემოშვებასა და მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას შორის შესაძლო კავშირს

დეგნანი კონსპირაციულ თეორიას უწოდებს აშშ-ის მოქალაქის არშემოშვებასა და მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას შორის შესაძლო კავშირს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ამერიკის მოქალაქის მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვებასა და მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას შორის შესაძლო კავშირს. დიპლომატმა ამ ინფორმაციას კონსპირაციული თეორიების ნაწილი უწოდა. 

„არანაირი კავშირი არ არის. ეს არის რაღაც კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც გვინახავს, ხშირად რასაც იმეორებს მმართველი პარტია, ეს აბნევს საზოგადოებას. ამერიკას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია საქართველოს დახმარების. რასაც კი ვაკეთებთ, ეს არის საქართველოს დასახმარებლად ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება კონსპირაციული თეორიები, ხანდახან მცდარი ინფორმაცია თუ რას აკეთებს ამერიკა აქ. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორი. ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს, საქართველოს. ჩვენ ვართ ერთგული ამ ურთიერთობის. იმედი გვაქვს, რომ ასევე საქართველოს წარმომადგენლები არ მიატოვებენ ამერიკას", - განაცხადა კელი დეგნანმა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა დაადასტურა ცნობა აშშ-ის მოქალაქის მარშალ ქომინსის საზღვარზე არშემოშვების შესახებ.

მარშალ ქომინსს, სტრატეგიული კონსულტანტს, კრიზის მენეჯერსა და სპეციალისტს ევრაზიის საკითხებში, საქართველოში შემოსვლაზე უარი რამდენიმე დღის წინ უთხრა საქართველომ. გრიგოლ ლილუაშვილის მტკიცებით, უარის მიზეზი გახდა ის, რომ ქომინსის საქმიანობა უკავშირდებოდა 7-8 მარტის აქციებზე, "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებას, მითითებების მიცემას და ა.შ".

"ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. მე ვერ გეტყვით, მოსამართლეების სანქციები პირდაპირ კავშირშია ამ არშემოშვებასთან თუ არ არის, ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს...

...ამერიკის საელჩო არ დაგვიკავშირდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. მიზეზი ალბათ თვითონაც კარგად იციან, თუ რატომ არ შემოვუშვით. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებების მიცემაში," - უთხრა დღეს მედიას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა.

მის მიერ გაკეთებულ განცხადებას წინ უძღოდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარშალ ქომინსი საქართველოში მარტის აქციების მონაწილეებს ტრენინგებს უტარებდა აქ წინა ვიზიტის დროს. აქცენტი ამ ტექსტებში კეთდებოდა "ფრანკლინის კლუბზე."

მარშალ ქომინსზე საუბრისას გრიგოლ ლილუაშვილს ჰკითხეს, ეწევა თუ არა ის აწ გარდაცვლილი პიტერ აკერმანის, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებლის მსგავს საქმიანობას საქართველოში. აკერმანს პერიოდულად საქართველოს ხელისუფლება საქართველოში გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა.

"აკერმანი აღარ არის ცოცხალი. დააყენეთ ის კაცი საფლავში. შეიძლება უარესსაც ეწეოდა. მე ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აკერმანი ახსენეთ და აკერმანიც რომ შემოსულიყო, ცოცხალი რომ ყოფილიყო , მასაც არ შემოვუშვებდით მას შემდეგ, ის მხილებულ იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც იყო წარმოდგენილი“, - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ფეისბუკში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის სექტემბერში მარშალ ქომინსი საქართველოში ვიზიტისას შეხვდა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Подмосковье 20 мая ожидается III класс пожарной опасности

ТСД промышленного класса Saotron RT-Т510

День пчел и пчеловодства: как выбрать хороший мед

Народный художник России Арефьев празднует 75-летие

Музыкальные новости

Куклы Ульгэра учат детей и подростков ПДД: Россия, Культура, Театр и Дети

Бурятский театр «Ульгэр» показал на выставке «Театральная весна» кукольный постановку: Россия, Дети, нацпроект Культура

Россия, Культура, Теат, Дети, ПДД: кукольным языком о дорожной безопасности детям показали в Ульгэре

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России

Новости России

Росгвардейцы нашли на улице в Химках брошенного грудного ребенка

Комплексные решения ССТэнергомонтаж на НЕФТЕГАЗ-2024

Mos.ru проведет технические работы по модернизации заявлений с 21 по 29 мая

Дом артистов Большого театра капитально отремонтируют в Москве

Экология в России и мире

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении

«585*ЗОЛОТОЙ» назвала топ-10 самых популярных драгоценных камней в России

В Турции в ужасе удивились: сотни нелегальных отелей как ни в чем не бывало принимают туристов и выставляются на площадках бронирования

Спорт в России и мире

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP

Соболенко проиграла Свентек в финале турнира WTA-1000 в Риме

Теннисиста Медведева выбили из топ-4 ATP

Звонарёва проиграла американке Крюгер в квалификации турнира в Страсбурге

Moscow.media

После дождя...

Новый Suzuki с надежным двигателем появился в продаже в России. Сколько стоит этот автомобиль?

Аул Куруш в Дагестане

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *