მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკურმა ახალბედამ გაიმარჯვა
6 აპრილს მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოქვეყნდა.
მის თანახმად, მილო ჯუკანოვიჩმა, რომელიც ბალკანეთის მცირე ქვეყანას 30 წელიწადი მართავდა, მარცხი განიცადა. AP-ის ცნობით, მისი მემკვიდრე იქნება პოლიტიკური ახალბედა, იაკოვ მილატოვიჩი, რომელმაც 2 აპრილის ტურში, საბოლოო შედეგების თანახმად, 59 პროცენტი მოაგროვა.
ჯუკანოვიჩმა, რომელმაც თავისი ქვეყანა სერბეთს ჩამოაშორა და დამოუკიდებლად გამოაცხადა, ამასთან კი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეიყვანა, 41 პროცენტი მიიმხრო.
მონტენეგროს ახალი პრეზიდენტი, იაკოვ მილატოვიჩი ეკონომიკის სპეციალისტია.