ბანკზე თავდამსხმელისა და ესებუას ხმა იდენტურია - ზუგდიდის სასამართლოში ექსპერტი დაკითხეს
ზუგდიდის სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუასთვის დანაშაულის დასამტკიცებლად საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მტკიცებულება ხმის ექსპერტიზაა. სასამართლოში დღეს დაკითხეს დავით გრატიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტი.