გიორგი გახარია: პარტიასა და სასამართლოს შორის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება
„პარტია და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლება სანქცირებულ მოსამართლეებს მხარს უჭერს. ჩვენ ვხედავთ, რომ პარტიასა და სასამართლოს შორის გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება. ორივე – პარტია და სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი არიან პოლიტიკური კორუფციისა და ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყარო, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ინტერესს“, – წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.