ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ერაყის პრემიერმა „უკრაინის მშვიდობის ფორმულა“ განიხილეს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ერაყის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შია ალ-სუდანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინის პრეზიდენტის Facebook გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და ასევე, განიხილეს ე.წ. უკრაინული მშვიდობის ფორმულა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ერაყის პრემიერ მუჰამედ შია ალ სუდანთან, რა დროსაც აღვნიშნე, რომ უკრაინა მზადაა ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფურცლისთვის. შევთანხმდით თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გააქტიურებაზე და ახლის ამოქმედებაზე. ასევე, განვიხილეთ უკრაინის მშვიდობის ფორმულა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.