Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს, რომ 11 აპრილს აღარ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს, რომ 11 აპრილს აღარ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა

პრეზიდენტისგან პასუხის მიღებამდე, ოპოზიციის დეპუტატებმა გადაწყვეტილება შეცვალეს. ოპოზიციის 46 წარმომადგენელი პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ თქვა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე უცხოეთში გაემგზავრნენ, რაც მათთვის უცნობი იყო პრეზიდენტისთვის განცხადების გაგზავნისას.

„დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა, დაუგეგმავად დატოვა საქართველო, ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ ზედმეტი ინტერპრეტაციები, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამ თხოვნის მზიანი პრეზიდენტისადმი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია შეთანხმებულია საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ამიტომ გვსურს, რომ კენჭისყრა ჩატარდეს სწორედ მაშინ, როდესაც ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი პარლამენტში. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ ეს დაუგეგმავი ვითარება შეიქმნა, მაგრამ საკითხის ჩავარდნას ჯობია საკითხის გადაწყვეტის გადადება, ამიტომ, მივმართავთ კვლავ პრეზიდენტს, რომ ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი ეხებოდა „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიციირებულ დადგენილების პროექტს, რომელიც ეხება სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

განახლება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პოლონეთში იმყოფება. ხაბეიშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ და პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე პატივი მიაგეს სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას, მსხვერპლთა მემორიალი კი გვირგვინით შეამკეს.

13 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ათობით სხვა სამხედრო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა.

„რეფორმების ჯგუფმა” სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დადგენილების პროექტი 2022 წლის დეკემბრის ბოლოს დაარეგისტრირა. მანამდე ადამიანის უფლებებზე მომუშავე 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ოპოზიციიდან პარლამენტის წევრებს მოუწოდა, შექმნან საგამოძიებო კომისია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად.

სასამართლოს საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა 5 აპრილს შეიძინა. აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Я виновата, не уступила ему»: Участница ДТП с экс-замминистра обороны Тимуром Ивановым рассказала подробности столкновения

Воробьев проверил строительство крупного больничного комплекса в Хотькове

Чемпионат «Камень, ножницы, бумага» пройдет в рамках проекта «Лето в Москве»

Курс евро рухнул ниже 98 рублей на фоне укрепления рубля

Музыкальные новости

Что там в IT: ИИ-отрыв Google, ChatGPT почти человек, отечественный BIOS

NYT: встреча Путина и Си Цзиньпина показала непоколебимость поддержки РФ Китаем

Наследие Шаляпина и Рахманинова представили на выставке-форуме «Россия»

«Просто не афиширую»: куда пропала Волочкова с театральной сцены

Новости России

Курс доллара упал ниже 90 рублей впервые с 1 февраля

Канада ввела санкции против России

В Госдуме объяснили отказ ООН принять проект РФ об оружии в космосе

RT Arabic подписал два меморандума о сотрудничестве на иорданском форуме СМИ

Экология в России и мире

В Турции в ужасе удивились: сотни нелегальных отелей как ни в чем не бывало принимают туристов и выставляются на площадках бронирования

Как поделиться местоположением в WhatsApp: пошаговое руководство

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Спорт в России и мире

Звонарёва проиграла американке Крюгер в квалификации турнира в Страсбурге

Арина Соболенко сняла траур по Кольцову и завела новые романтические отношения

Сумасшедший матч «Реала», Медведев опустился в рейтинге ATP. Главное к утру

Теннисиста Медведева выбили из топ-4 ATP

Moscow.media

Курайская степь.

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса

Сотрудник Дубненского отдела вневедомственной охраны Главного управления Росгвардии по Московской области встретился с учащимися МОУ СОШ №1







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *