ნიკოლოზ რაჭველი: თამაზ ჯორბენაძის სიმღერა “იასამნის ბაღი” მერაბ სეფაშვილის შესრულებით! პრემიერა! (ვიდეო)
“ჩემი უძვირფასესი თეონა ჯორბენაძის მამის თამაზ ჯორბენაძის სიმღერა “იასამნის ბაღი” მერაბ სეფაშვილის შესრულებით! პრემიერა! ვერსიის ავტორი ნიკა ნიკვაშვილი, ოპერის თეატრის ორკესტის სიმებიანი ჯგუფი (კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე) და ეროვნული ორკესტრის სოლისტი დავით შამანაური სოლო საყვირზე.
მე, როგორც ჩვენი შემოქმედებითი ოჯახის წევრმა, რამდენიმე დღით ადრე უკვე ვნახე თეონა ჯორბენაძის ეს შესანიშნავი მუსიკალური ვიდეო (კლიპს რომ უწოდებენ ჩვენში), ახლა კი უკვე ნამუშევარი შეუერთდა მუსიკალური დინების ტალღებს და ვუსურვებ ბევრი კარგი ადამიანის გულებს მისწვდეს და დაიმკვიდროს ადგილი!” – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.