Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ანი წითლიძე: ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება

ანი წითლიძე: ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე რიგგარეშე სხდომის გამართვის მიზნით პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მიმართვის უარყოფის საკითხს გამოეხმაურა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე. დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ, სწორედ, წითლიძეს და ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის უცხოეთში გამგზავრებას დაუკავშირეს რიგგარეშე სხდომის გამართვაზე უარის თქმა.

როგორც ანი წითლიძემ დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე, მან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ თარიღზე ინფორმირებული ნამდვილად არ ყოფილა.

„ამიტომ პრობლემა ვფიქრობ კომუნიკაციის პრობლემა არის, მეგობრებო. საგანგებო სხდომის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დღეს და ასევე შესაძლებელია მაგ კომისიის შექმნა ნებისმიერ დროს - ისტერიკის გარეშე.

ტყუილია, რომ მხოლოდ ჩემი და ხაბეიშვილის გამო ჩავარდა აღნიშნული საკითხი. ჩვენ გარდა კიდევ ორი დეპუტატი არ იქნება ადგილზე თვის ბოლომდე.

ამიტომ ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება", - აღნიშნა ანი წითლიძემ.

რაც შეეხება ვიზიტს, დეპუტატმა დაწერა, რომ პოლონეთის მხარისგან მოწვევა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიიღეს. მან განმარტა, რომ პარლამენტში „აუნაზღაურებადი მივლინება" აქვთ გაფორმებული.

„ვიზიტი მთავარი თემები: პოლიტიკური პატიმრები, 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულების პროცესი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის.

დღეს და ხვალ ამ საკითხებზე ვხვდებით ევროპარლამენტარებს.

ხვალ და ზეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გვაქვს ისევ ამ თემებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის ზეგ როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაჯილდოვდება კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდოთი და ამ ჯილდოს მიშას სახელით აიღებს თანამედროვეობის უდიდესი ადამიანი", - დაწერა ანი წითლიძემ.

11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევას საკითხზე პრეზიდენტისგან პასუხის მიღებამდე, ოპოზიციის დეპუტატებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ თქვა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე უცხოეთში გაემგზავრნენ, რაც მათთვის უცნობი იყო პრეზიდენტისთვის განცხადების გაგზავნისას.

„დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა, დაუგეგმავად დატოვა საქართველო, ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით", - განაცხადა კორძაიამ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი ეხებოდა „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიციირებულ დადგენილების პროექტს, რომელიც ეხება სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პოლონეთში იმყოფება. ხაბეიშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ და პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე პატივი მიაგეს სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას, მსხვერპლთა მემორიალი კი გვირგვინით შეამკეს.

13 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ათობით სხვა სამხედრო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა.

„რეფორმების ჯგუფმა” სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დადგენილების პროექტი 2022 წლის დეკემბრის ბოლოს დაარეგისტრირა. მანამდე ადამიანის უფლებებზე მომუშავე 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ოპოზიციიდან პარლამენტის წევრებს მოუწოდა, შექმნან საგამოძიებო კომისია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად.

სასამართლოს საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა 5 აპრილს შეიძინა. აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Депутат ГД Метелев предложил штрафовать родителей за курение детей младше 16 лет

АБХАЗИЯ. Абхазия стала самым популярным зарубежным направлением - ФСБ России

СК: в Новой Москве 16-летний подросток в ходе конфликта зарезал домработницу

США провели испытания на ядерном полигоне

Музыкальные новости

Каратисты завоевали бронзу на Всероссийских соревнованиях по каратэ «Кубок Танкограда»

В Бурятии театр готовит премьеру о войне СССР и Монголии с Японией: Россия, Культура, Победа

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

Digital Journal: внешность и харизма Путина впечатлили китайских женщин

Новости России

Синоптики спрогнозировали ясную и теплую погоду в Москве 18 мая

Французский Сайлент Хилл? "Девятые врата: Пандемониум" (РУССКИЙ ТРЕЙЛЕР)

Во Владивостоке платные парковки обгоняют общественный транспорт. Это многим не нравится

Срочная доставка документов в Дубай, ОАЭ: выбираем оптимальный вариант

Экология в России и мире

Туристов из каких российских городов больше всего любят в Турции и Египте: россиянка поняла, каких русских там больше всего ждут

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

В Санкт-Петербурге открылся первый магазин китайского бренда Balabala

Как поделиться местоположением в WhatsApp: пошаговое руководство

Спорт в России и мире

Соболенко — Коллинз: белоруска выиграла первый сет в полуфинале Рима

Свищёв: МОК и ITF не будут реагировать на призывы наказать Хачанова

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме

Moscow.media

Страдания юного Аюша Булчун

Docrobot провёл бизнес-встречу, посвящённую технологии электронного обмена данными (EDI) в ритейле

Разделение изотопа

Фикс-тариф будет доступен всем пользователям BelkaCar







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *