სკოლის მერხიდან პროფესიულ არმიაში - რა ვიცით რუსეთში სამხედრო გაწვევის ახალ წესებზე
რუსეთის სახელმწიფო დუმამ, სამი წაკითხვით დაამტკიცა შესწორებები „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომელიც პირველად აძლევს უფლებას რუსეთის მოქალაქეს 18 წლის ასაკში, საშუალო სკოლის დასრულებისთანავე, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ჩაირიცხოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.