ბაიდენმა უსაფრთხოების მკაცრი მკაცრი ზომები გამოაცხადა
აშშ-ში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საქმეში ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არმიას და საიდუმლო სამსახურებს დაავალა, დამატებითი ზომები მიიღონ მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით.
სახელმწიფო თავდაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კვლავ შეზღუდული რჩება, გამოაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა თქვა ასევე, რომ მიმდინარეობს ინტერნეტით გავრცელებული მასალების შინაარსობრივი მნიშვნელობის გარკვევა.
საიდუმლო მასალების ინტერნეტით გავრცელებაში ეჭვმიტანილი პირი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირი 14 აპრილს მოსამართლეს წარუდგინეს. ცნობით, ის მასაჩუსეტსის შტატში სამხედრო ბაზაზე მუშაობდა როგორც პროგრამისტი. მას ბრალად ედება, რომ უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ დოკუმენტების ასლები ინტერნეტის პლატფორმა Discord-ზე გამოაქვეყნა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეჭვმიტანილს მიაკვლია მის სახელზე გამოწერილი ანგარიშის წყალობით.