ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომის დაწყებიდან ნაღმზე აფეთქდა 750 მოქალაქე
ბრიტანული დაზვერვის დღევანდელი ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაღმებთან დაკავშირებულ პრობლემას შეეხება.
უკრაინიდან ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ნაღმზე აფეთქებული სამოქალაქო პირების შესახებ. ყველაზე მეტი დაშავებული ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდანაა. ეს ტერიტორიები მანამდე რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული.
საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამო კიდევ უფრო იზრდება მოქალაქეთა ნაღმზე აფეთქების ხიფათი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნაღმზე აფეთქების 750 შემთხვევა აღირიცხა, მათგან ყოველი მე-7 იყო ბავშვი.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას სულ მცირე 10 წელი დასჭირდება.