Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

როგორ ხედავს ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის საიდუმლოს მართლმადიდებლობა - ინტერვიუ

როგორ ხედავს ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის საიდუმლოს მართლმადიდებლობა - ინტერვიუ

16 აპრილს მართლმადიდებელმა სამყარომ აღდგომა აღნიშნა. რადიო თავისუფლება თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორს, თეოლოგ ირაკლი ორჟონიას ესაუბრა, თემაზე: როგორ ხედავს ქრისტიანული სწავლება ქრისტეს ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს?

-საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს განკაცებას, ჯვარცმას, აღდგომას ცოდვით დაცემული ადამიანის გამოხსნის ფუნქცია ჰქონდა. მაგრამ რა იგულისხმება ამაში?

-ყველა ადამიანი ცალკე ჰიპოსტაზი ვართ, მაგრამ ადამიანური ბუნება ერთი გვაქვს. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი უკვდავი, უხრწნელი და მოუწყვლელი შექმნა. ის როგორც სულით, ასევე სხეულით უკვდავი იყო და ეს ორი ბუნება ერთმანეთს არ უნდა დაშორებულიყო. მაგრამ ცოდვის შედეგად ეს შეიცვალა.

-ვთქვათ, არ განკაცებულიყო ღმერთი, როგორც ეს ქრისტიანული სწავლების მიხედვით მოხდა, ადამიანს შეეძლო თავად გამოეხსნა თავი?

-არა, არ შეეძლო. აღდგომამდე ძველი აღთქმის მართლებიც კი ჯოჯოხეთში მიდიოდნენ.

-მოდით ესეც დავაკონკრეტოთ, რა იგულისხმება ჯოჯოხეთში.

-ეს არის როგორც ადგილი, ასევე მდგომარეობაც. ადამიანი სიკვდილის შედეგად სულად რჩება. ადამიანის სული გარშემოწერილია, ამიტომ მას რაღაც ადგილი უნდა ჰქონდეს.

-ანუ სულიც მატერიაა?

-ღმერთთან მიმართებით კი, სულიც მატერიაა. რაც კი შექმნილია, ყველაფერი მატერიალურია, მათ შორის სულიც.

-ეკლესიის სწავლებით, ადამიანებს რამე გვაქვს არამატერიალური?

-ქმნილ სამყაროში არამატერიალური არაფერი არსებობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სული უფრო ფაქიზი მატერია სხეულთან მიმართებით, მაგრამ მაინც მატერიაა. ამის გამო სული უკვალოდ ვერ დაიკარგება, სადღაც უნდა იყოს. საეკლესიო სწავლებით, ჯოჯოხეთში იმ ადამიანების სულები ხვდებიან, ვისაც სინანული არ გააჩნიათ, სამოთხეში - მონანული ცოდვილები. მაგრამ ორივე შემთხვევაში ადამიანი მაინც ცოდვილია.

-ძველ აღთქმაში ვხედავთ უამრავ წმინდანს, წინასწარმეტყველს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებენ სამოთხის დამკვიდრებას: აბრაამი, მოსე, ილია თეზბიტელი... რა შეცვალა ქრისტეს ჯვარცმამ, რომ აღდგომის შემდეგ ეს შესაძლებელი გახდა?

-ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, რომელსაც პასუხი თუ არ გაეცა, მერე მართლა გაუგებარი ხდება ყველაფერი. მოკვდაობა, ხრწნადობა მხოლოდ ხორციელ ბუნებას არ შეხებია, სულიერსაც შეეხო. ადამიანური ბუნება თვისებების ერთობლიობაა. ცოდვის შემდეგ ეს თვისებები დასნეულდა. დაავადებული ბუნება კი პიროვნებაზე მძლავრობს. მაგალითისთვის, ავად რომ არის ადამიანი, სურვილი კი აქვს საქმე აკეთოს, მაგრამ სნეულების გამო ეს არ შეუძლია. როდესაც ძველი აღთქმის მართლებზე ვსაუბრობთ, აქაც იგივეა. მათ ჰქონდათ სურვილი ღმერთთან ურთიერთობისა, მაგრამ დასნეულებული ბუნება ამის საშუალებას არ იძლეოდა.

ქრისტემ ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნება შეიერთა და განკურნა. ჯვარცმა, სიკვდილი, ამაღლება, სულიწმიდის გარდამოსვლა - ამ ხუთი რამის ერთობამ მოგვცა ის შესაძლებლობა, რომელიც ძველი აღთქმის ადამიანებს არ ჰქონდათ - პიროვნებას უკვე შეუძლია ადამიანური ბუნება დაიქვემდებაროს.

-ჯვარცმა, როგორც წამების იარაღი ქრისტემდეც იყო და მას მერეც. გარდა ამისა, ბევრი საკუთარი ნებით ეწამა ქრისტიანობისთვის. უშუალოდ ქრისტეს ტანჯვა რით განსხვავდება ამ ადამიანების ტანჯვისგან?

-მაცხოვარმა სრულად მიიღო ადამიანის დაცემული ბუნება, გარდა ცოდვისა. მაცხოვარს ცოდვის ჩადენის საშუალება არ ჰქონდა, რადგან მას ადამიანურთან ერთად საღვთო ბუნებაც გააჩნდა. ადამიანურ ბუნებას აქვს თავისი ნება, მაგრამ საღვთო ბუნებასაც აქვს საღვთო ნება. როგორც კი ეს ორი ბუნება შეერთდა, მისი ადამიანური ნება საღვთო ნებას დაექვემდებარა. ამიტომ გახდა შეუძლებელია, მას ცოდვა ჩაედინა.

მაცხოვარი ჯვარზე ევნო მხოლოდ ადამიანური ბუნებით, საღთო ბუნება ტკივილს, სიკვდილს, ტანჯვას ვერ განიცდის. ჯვარზე ქრისტემ ზუსტად იგივე ტკივილი განიცადა, როგორსაც ჩვეულებრივი ადამიანი განიცდიდა.

ჯვარზე სიკვდილის შემდეგ მისი ადამიანური სული სხეულს გამოეყო და სხვა ადამიანებივით ჯოჯოხეთში ჩავიდა. ეს იყო ერთადერთი სული, რომელიც უცოდველი გახლდათ და მაინც ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო ის ჯოჯოხეთს არღვევს და მართალი ადამიანები იქიდან ამოჰყავს.

-ანუ ქრისტიანული სწავლებით, რა არის ყველაზე შეუთავსებელი ჯოჯოხეთთან, უცოდველობა?

-კი, უცოდველობა.

-შეუძლია ადამიანს თუნდაც სამოთხეში კიდევ უკეთესი გახდეს? თუ რჩება იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობასაც სიცოცხლეში მიაღწია? როგორია ამ მხრივ საეკლესიო სწავლება?

-სამოთხე არ არის სტატიკური მდგომარეობა. ადამიანი მუდმივად ვითარდება სიკეთისკენ. ადამიანი, რომელიც სრულყოფილების გზაზე დგას, მუდმივად წარემატება. ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, ნუთუ საზღვარი არა აქვსო. ღმერთს აქვს საზღვარი? საზღვარი არა აქვს!

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В работе мессенджера «Телеграм» случился массовый сбой

Патриарх Кирилл: РПЦ не должна перегружать человека долгим стоянием в храме

Мурашко: результаты доклинических испытаний вакцины от рака будут к концу года

Сбивший двоих детей в Подмосковье водитель Maserati ехал со скоростью 280 км/ч

Музыкальные новости

Чемпионат России по мотоболу прошел в Видном

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме

Уникальный интерактивный проект Ставропольской психиатрической больницы на выставке-форуме «Россия»

Спортсмены из Тувы стали бронзовыми призёрами Чемпионата Сибирского округа Росгвардии по лёгкой атлетике

Новости России

Туляки сообщают о сбоях работы мессенджера Telegram

Результаты полумарафона «Волоколамский рубеж» 2024

Водитель Maserati сбил детей на остановке в Подмосковье

Бизнес-омбудсмен Москвы объяснила, почему важно принять закон о креативной индустрии

Экология в России и мире

Какие украшения будут в моде летом 2024 – подборка стилиста «585*ЗОЛОТОЙ»

Об отношении к русским в Азербайджане

Уникальный интерактивный проект Ставропольской психиатрической больницы на выставке-форуме «Россия»

CЛД «Печора» филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис» получило сертификацию для технического обслуживания локомотивов серии 2ТЭ25КМ в объёме ТО-2.

Спорт в России и мире

Соболенко, проигравшая Андреевой, потеряет 2-е место в рейтинге WTA по итогам «Ролан Гаррос», уступив его Гауфф

«Он никогда не снимается с турниров». Циципас прокомментировал травму Джоковича

Андреевой предрекли борьбу за топ-10 рейтинга WTA в текущем сезоне

Янник Синнер высказался о первом месте в рейтинге ATP и травме Новака Джоковича

Moscow.media

Пустынная долина Кодара...

Российский астроном рассказал о редком солнечном событии

В этом году планируют заключить контракт на реконструкцию еще одного участка трассы Р-23 в Ленобласти

Гора Бабырган







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *