სანდრო ბრეგაძე: ჩვენმა შვილებმა პარიზსა და ლონდონში უნდა იგრიალონ-ისწავლონ და თქვენს შვილებს საქართველოს უნივერსიტეტებში თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი უნდა შეუჩერონო
ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“გაზულუქებული – პარაზიტი, რომელსაც იამამოტოს 10000 დოლარიანი სპორტულები აცვია დაგვცინის და გვიტრიალებს სლოგანს – “ არ აგარევინებთო “ (თავისთვის კი აქვს დალაგებულ-აწყობილ-აშენებული)
ანუ ასეულ-მილიონიანი სახელმწიფო ტენდერები ჩვენ უნდა მოვიგოთ და ბიუჯეტი ვძარცვოთო
ჩვენმა შვილებმა პარიზსა და ლონდონში უნდა იგრიალონ-ისწავლონ და თქვენს შვილებს საქართველოს უნივერსიტეტებში თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი უნდა შეუჩერონო
ჩვენ ბადენ-ბადენში და მონტე-კარლოში უნდა დავისვენოთ, ათასები წავაგოთ კაზინოში და თქვენ ქობულეთში “ 1 კოიკიანი” ბინა ვერ უნდა იქირაოთო
ჩვენი ძაღლები უკეთესი ხარისხის საკვებით უნდა გამოვკვებოთ, ვიდრე თქვენი საჭმელი არისო
ჩვენ 1 კოსტუმში 15000 დოლარი უნდა მივცეთ და თქვენ თვეში 100 დოლარი პენსია იკმარეთო
ჩვენ ვაკეში 3 სახლი,წყნეთში,ბათუმში, ბარსელონასა და მადრიდში , კანარის კუნძულებზე, ჟენევის ტბაზე თუ სხვაგან აგარაკები უნდა გვქონდეს და თქვენ ჩვენგან “ დაკრიშულმა” მევახშეებმა სახლ-კარი უნდა წაგართვან და ღია ცის ქვეშ დაგტოვონო
ჩვენ და ჩვენმა პარაზიტმა შვილებმა უახლოესი მარკის მერსედესებით ან ბენტლით უნდა ვიაროთ და თქვენ სამარშუტო ტაქსის ფული არ უნდა გქონდეთო
ჩვენ ნახატებში, ოქროულობაში, ბრილიანტებში ათასები უნდა ვხარჯოთ და თქვენს მოხუცებს წამლის შეძენა არ უნდა შეეძლოთო
ჩვენი შვილები მხარ-თეძოზე უნდა წამოწვენ, არცერთმა ჯარში არ უნდა იმსახურონ და თუ რამე მოხდა თქვენი შვილები ფრონტის წინა ხაზზე უნდა ომობდნენო
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა დაივიწყოთ, მაღალჩინოსნების მონები უნდა იყოთ, არჩევნები გაგიყალბოთ, ხაინდრავას მსგავსმა ავაზაკებმა ჭკუა უნდა დაგარიგოთ, ავადმყოფი ბავშვები უცხოეთში ვერ უნდა წავიდნენ ოპერაციის გასაკეთებლად და ჩუმად უნდა იყოთ – იამამოტო-სპრტულებიანებს აწყობილი ცხოვრება არ აერიისო
თუ არ დაგვიჯერებთ აგერ გვყავს მურუსიძე -ერთ ჩაქუჩს დაარტყამს და მართალ კაცს მტყუანად, უდანაშაულოს დამნაშავეთ გამოგაცხადებთო
ვისაც ასეთი ყოფა არ მოგწონთ აგერაა “ვიზეარის” თვითმფრინავი, იყიდეთ ბილეთი და კოპიტნარის აეროპორტიდან ისე წადით – უკან დაბრუნებულები არ დაგინახოთო
ხოდა ახლა კარგად მისმინეთ – თქვენი ფუფუნებაც ……… თქვენს ავაზაკურ ცხოვრებას …….. და ვისაც ჩვენი არეული არ მოგწონთ, იმათ დალაგებულს ზედ ….. …….
რითი ვერ შეიგნეთ – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა – დაჩაგრული და მშვიდობიანი ცხოვრება მონების ხვედრია “