მედია: პუტინისთვის ხელის ჩამორთმევის გამო, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „ლიდერმა“ 1 კვირა კარანტინში გაატარა
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევის გამო, მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში 1 კვირა კარანტინში გაატარა. ინფორმაციას უკრაინული მედია „რადიო თავისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
პასეჩნიკმა კარანტინში ყოფნის შესახებ თავის თანაშემწეს ალექსანდრე სოროკას უთხრა, რომელიც წყაროების ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის ყოფილი თანამშრომელია.
„შეხვედრა მაქვს 20 აპრილს. გამოკეტილი ვარ ოროთახიან ლუქსში. არსად არ გიშვებენ, ვერსად წახვალ. საკვები ოთახში შემოაქვთ. 20-ში გაიმართება შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია“, – ამბობს პასეჩნიკი აუდიოჩანაწერში.
„რადიო თავისუფლების“ პროექტის „Donbass Realii“-ს ჟურნალისტებმა პასეჩნიკის საუბრის აუდიოჩანაწერი უკრაინის სპეცსამსახურის წყაროებიდან მიიღეს.