ანგელა მერკელს მიენიჭა გერმანიის უმაღლესი ჯილდო
ანგელა მერკელს მიენიჭა გერმანიის უმაღლესი ჯილდო, იმ წლების აღიარების ნიშნად, რომელთა განმავლობაშიც ის ქვეყნის კანცლერად მსახურობდა.
პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 17 აპრილს მერკელს მიანიჭა ორდენი "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" და დიდი ჯვარი, ოთხი ვადით კანცლერობისას მისი მიღწევების გამო.
"16 წლის განმავლობაში თქვენ გერმანიას ემსახურეთ მიზანსწრაფულობით, სიბრძნით, ვნებით" - უთხრა შტაინმაიერმა მერკელს და მიწვეულ სტუმრებს თავის გამოსვლაში, რომელიც ბერლინში, პრეზიდენტის რეზიდენციაში წარმოთქვა. "16 ხანგრძლივი წელიწადის განმავლობაში მუშაობდით მშვიდობისთვის და დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ხალხის კეთილდღეობისთვის" - დასძინა მან.